მთავრობამ წყალტუბოს ტერიტორიაზე 14 სანატორიუმი გასაყიდად გამოიტანა. პროექტი "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. პრეზენტაციაზე პრემიერმა განაცხადა, რომ კურორტს აქვს პოტენციალი გახდეს ისეთივე მიმზიდველი, როგორიც კარლოვი-ვარი და ბადენ-ბადენია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, კურორტის განვითარებაში 500 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების საერთო ფასი 47 მილიონი ლარია, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 133.5 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, როგორც საპრივატიზაციო ფასი, ასევე სანატორიუმებში ჩასადები ინვესტიციის მოცულობა 180.5 მილიონი ლარია.
ყველაზე ძვირადღირებული სანატორიუმი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა არის ყოფილი სასტუმრო "უშიშროება", რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს. სასტუმროს საწყისი ფასი 8.47 მილიონი ლარი, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 25.4 მილიონი ლარია. მეორე ადგილზეა "მედეა", რომელიც 16,222 კვადრატული მეტრის შენობას და 76,621 კვადრატული მეტრის მიწას მოიცავს.
სანატორიუმების ჩამონათვალი და მათი საინვესტიციო ვალდებულება ასე ნაწილდება:
1) უშიშროება - 8.47 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 25.41 მლნ ლარი;
2) მედეა - 5.82 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 10 მლნ ლარი;
3) მეგობრობა - 5.23 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 15.69 მლნ ლარი;
4) თბილისი - 3.14 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 9.42 მლნ ლარი;
5) იმერეთი - 3.12 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 9.37 მლნ ლარი;
6) რკინიგზელი - 3.09 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 9.27 მლნ ლარი;
7) სასტუმრო წყალტუბო - 2.98 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 8.96 მლნ ლარი;
8) აია - 2.8 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 8.4 მლნ ლარი;
9) სანატორიუმი წყალტუბო - 2.6 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 7.8 მლნ ლარი;
10) ფინალი - 2.18 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 6.53 მლნ ლარი;
11) სავანე - 2.12 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 6.37 მლნ ლარი;
12) სამგურალი - 2.04 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 6.13 მლნ ლარი;
13) გელათი - 1.96 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 5.9 მლნ ლარი;
14) გეოლოგი - 1.42 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 4.26 მლნ ლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო