"ყაზტრანსგაზმა" საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. როგორც ყაზახური მედია წერს, კომპანიამ ვერ შეძლო საქართველოში შვილობილის გაყიდვა და ახლა მის დასბრუნებლად იბრძვის. როგორც "ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელმა საუატ მინბაევმა გამოცემა abctv.kz-ს განუცხადა, "ყაზტრანსგაზმა" საარბიტრაჟო სასამართლოში "ყაზტრანსგაზ თბილისის" დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა.
"პროცესი დაწყებულია და ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. შეიძლება, მოვილაპარაკოთ, შეიძლება გავარძგელოთ პროცესი. ამის პროგნოზირება ჩემთვის შეუძლებელია“,- განაცხადა "ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელმა.
Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია.
როგორც ყაზახური მედია წერს, 2016 წლის მარტში „ყაზტრანსგაზმა“ მიიღო წინადადება „ყაზტრანსგაზ თბილისის“ გაყიდვასთან დაკავშირებით ქართველი ინვესტორისგან, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.
"იყო ასეთი მყიდველი. მაგრამ სინამდვილეში ამ აქტივის გაყიდვა ასეთი ადვილი არ არის. ის მუშაობს ზარალზე. თუმცა, ეს ჩვენი აქტივი იყო და მისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დროდადრო მის მიმართ ინტერესი ღვივდება",- აცხადებს „ყაზმუნაი“ გაზის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზ თბილისზე" კონტროლი 2009 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაკარგა. მიზეზი კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 40 მილიონი დოლარის ვალია. მაშინ მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა. ამ დრომდე "ყაზტრანსგაზი" შვილობილის მართვაში ჩართული არ არის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის