ქუთაისი-პარიზის დაგეგმილი რეისი, რომელიც დღე უნდა შესრულებულიყო, გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის ცუდად გახდომა და შემდეგ გარდაცვალება გახდა.
როგორც bm.ge-ს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, თვითმფრინავი აფრენიდან მლევე იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, დაშვებისთვის კი საწვავის ავზის დაცლა მოუხდა.
გარდაცვლილია 60 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით უცნობია.
რაც შეეხება ქუთაისი-პარიზის რეისს, ის აეროპორტში ბაზირებული მეორე ხომალდით 21:30 საათზე შესრულდება.