30.ივლისი .2021 20:45

ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ვაქცინაცია შემოსავლების სამსახურის 100-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა

ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ვაქცინაცია შემოსავლების სამსახურის 100-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა
views 201
უკან

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში არსებულ ცენტრალურ სამედიცინო კლინიკებში „სინოფარმითა“ და "სინოვაკით“ პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ასამდე თანამშრომელს ჩაუტარდა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იტყობინება.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისთვის.

საყოველთაო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის 600-მდე პირს (სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს) ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ვაქცინაცია, ასევე ჩაუტარდათ ფინანსთა სამინისტროს სისტემის - ცენტრალური აპარატის, საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის, სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს.
აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა