2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს დანამატის სახით მიღებული აქვთ 331.4
ათასი ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432.0 ათასი ლარი. ამასთანავე, იმავე პერიოდში მოსამსახურეებზე სოციალური დახმარების სახით გაცემულია 358.2 ათასი ლარი. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერს.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სოციალური დახმარებების გაცემის პროცესის შესწავლით გამოვლინდა მაღალი რისკი, რომ დახმარებები ფაქტობრივად არის მოსამსახურეების ფულადი წახალისება და არა სოციალური დახმარება. მუნიციპალიტეტში დასაქმებულებმა დახმარება, ძირითადად, მოითხოვეს საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით, თუმცა
განცხადებების უმრავლესობას არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია.
"გასაცემი თანხის ოდენობას ადგენს ქალაქის მერი, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით სარგებლობს კონკრეტულ შემთხვევაში. 2019 წელს − 20 მოსამსახურეზე და 2020 წელს − 22 მოსამსახურეზე, წლის განმავლობაში სოციალური დახმარება ორჯერ და მეტჯერ გაიცა. ამასთანავე, 2019-2020 წლებში, 158 შემთხვევაში ერთსა და იმავე საჯარო მოსამსახურეზე გაცემულია როგორც ფულადი ჯილდო, ასევე, სოციალური დახმარება.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში სოციალური დახმარება გაიცა მერიის სამსახურის უფროსებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და სხვა პირებზე. მათ შორის, 2019 წელს დახმარება − 11 თანამდებობის პირზე, ხოლო 2020 წელს 17 თანამდებობის პირზე გაცემულია ერთი თვის თანამდებობრივი სარგო სრული ოდენობით. ამასთანავე, დახმარების მიმღები ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციის მიხედვით, მათ სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ.
მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოხელეებზე სათანადო დასაბუთების გარეშე გაცემული სოციალური დახმარებები სისტემურ ხასიათს ატარებს. მუნიციპალიტეტს დადგენილი აქვს ქ. ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეების სოციალური დახმარების გაცემის წესი. მიუხედავად ამისა, საჯარო მოსამსახურეებს დახმარება მიღებული აქვთ ისე, რომ მერიისათვის აღნიშნული წესის შესაბამისად არ მიუმართავთ. არსებობს მაღალი რისკი, რომ თანხები ფაქტობრივად არის დასაქმებულთა ფინანსური წახალისება და არა სოციალური დახმარება"-წერს აუდიტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ