05.ივნისი .2020 16:40

ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ - პრემიერი ბიზნესს

views 245
უკან

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დღეს იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე პრემიერმა ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს ელოდება. გახარიამ თქვა, რომ  ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს შანსი აქვს, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.

„კონკრეტული ქვეყნები საიდანაც ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ პირველი ტურისტები მივიღოთ, ესაა ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ის რაც ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში შევძელით, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და ეს შედეგია ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი"-განაცხადა პრემიერმა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს გულახდილი საუბრისკენ მოუწოდა:

"არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ"-მიმართა გახარიამ ბიზნესს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა