მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში პესტიციდების და აგროქიმიკატების საკმარისი მარაგებია“ - მინისტრის მოადგილე

6249414876433
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.22 10:36
635

„ქვეყანაში პესტიციდების და აგროქიმიკატების საკმარისი მარაგებია“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად  აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არსებული მარაგების და იმპორტის განხორციელების კუთხით ვითარება განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, მომარაგების თვალსაზრისით,  შეფერხება არ აქვთ.

„დღევანდელ შეხვედრაზე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნის საკითხები განვიხილეთ. როგორც აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქსელი მზადაა საგაზაფხულო სამუშაოების დროს ფერმერების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. ქვეყანაში მარაგები საკმარისია, ვინაიდან წინასწარ შემოტანილია ის რაოდენობა, რომელიც, პრაქტიკულად, მთელი მიმდინარე წლის მოხმარებაზეა გათვლილი. შემოტანა მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად ევროპული, ქვეყნებიდან ხორციელდება", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომპანიის „ბორანაგრო" გენერალური მენეჯერის, სანდრო ონიავას განცხადებით, ქვეყანაში არის რეზერვები, რაც მთელი წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს ფერმერების მოთხოვნას.

შეხვედრას აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 20-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.