მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

60253b06a13f8
BM.GE
11.02.21 22:44
1060
2021 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 94.5% შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში უცხოეთის 34,909 მოქალაქე იმყოფებოდა. რაოდენობრივად შემცირება კი 598,000-ია. 

საჰაერო საზღვრის ჩაკეტვის გამო, ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (85%) სახმელეთო გზით შემოვიდა. ამასთან, ვიზიტორებს შორის 30,905, ანუ 91% კაცი იყო, ხოლო ქალების რაოდენობამ 8.5%, ანუ 2 860 შეადგინა. მაღალი ალბათობით გენდერული კუთხით ასეთი არათანაბარი ვითარება გამოწვეულია იმით, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოში ძირითადად ტექნიკური მიზნებით იმყოფებოდნენ უცხოეთის მოქალაქეები. საუბარია ტრაილერით ქვეყნის გადაკვეთაზე და სხვა ტექნიკურ მიზეზებზე. 

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2021 წლის იანვარში განხორციელდა ვიზიტები:

1 თურქეთი - 14 500 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,7%
2 საქართველო (არარეზიდენტი) - 5 732 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,7%
3 სომხეთი - 3 875 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,8%
4 აზერბაიჯანი - 3 138 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,5%
5 რუსეთი - 1 916 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,8%
6 უზბეკეთი - 1 291 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 13,7%
7 უკრაინა - 626 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,1%
8 ყაზახეთი - 385 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,6%
9 ბელარუსი - 310 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,6%
10 ტაჯიკეთი - 255 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -47,3%
11 საფრანგეთი - 226 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,1%
12 გერმანია - 205 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,7%
13 ბულგარეთი - 146 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -71,1%
14 აშშ - 121 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,0%
15 ყირგიზეთი - 118 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,2%

2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი ჯერჯერობით არაა.

2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას წარმოადგენს. ვიზიტორების დიდი ნაწილი 2020 წლის პირველ კვარტალში ლოქდაუნამდე შემოვიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.