09.დეკემბერი .2021 18:24

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ინვესტიცია მიიღო

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ინვესტიცია მიიღო
views 553
უკან

საქსტატმა დღეს 2021 წლის 9 თვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. 

FDI-ს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ "რეინვესტიციებზე" მოდიოდა. შესაბამისად, წელს რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა. იმ კომპანიების სიაშიც, სადაც წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, ახალი კომპანიების წილი საკმაოდ მცირეა. 

წელს ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც $271.1 მილიონი შემოვიდა. სრულად, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე ნაწილდება:

1 გაერთიანებული სამეფო - 271.1 მილიონი, მატება წინა წელთან 10%
2 ნიდერლანდები - 106.4 მილიონი, კლება წინა წელთან -41%
3 ჩეხეთი - 81 მილიონი, მატება წინა წელთან 2785%
4 თურქეთი - 75.6 მილიონი, მატება წინა წელთან 107%
5 რუსეთი - 53.2 მილიონი, მატება წინა წელთან 81%
6 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 30.6 მილიონი, მატება წინა წელთან 1158%
7 ლუქსემბურგი - 28.6 მილიონი, მატება წინა წელთან 22%
8 გერმანია - 26.1 მილიონი, მატება წინა წელთან 23%
9 იაპონია - 20.3 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
10 შვეიცარია - 20.3 მილიონი, მატება წინა წელთან 251%.

სფეროების მიხედვით, წელს ყველაზე მეტი თანხა $324.5 მილიონი საფინანსო სექტორში ჩაიდო. მეორე ადგილზე $175.5 მილიონით ენერგეტიკაა, $131 მილიონი ჩაიდო დამამუშავებელ მრეწველობაში, $40.6 მილიონი უძრავ ქონებაში, ჯანდაცვაში კი $24.9 მილიონი. მშენებლობის მიმართულებით ინვესტიციებმა $15.6 მილიონი შეადგინა.

გამავალი ინვესტიციებია კავშირგაბმულობასა და სამთო მრეწველობაში. კერძოდ კავშირგაბმულობაში ინვესტიციაა მინუს $59 მილიონი, სამთო მრეწველობაში კი მინუს 25.2 მილიონი. ასეთი ცვლილება საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, აქტივების უცხოელიდან ქართველ მფლობელზე გადასვლას უკავშირდება. 

რაც შეეხება უშუალოდ კომპანიებს, სადაც ყველაზე მეტი თანხა ჩაიდო, მათი ტოპ 10-ეული ასეთია:

კომპანიები, სადაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, პირველი ათეული:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• შპს ტავ ურბან საქართველო
• შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს მარსი (კრისტალბეთი)
• სს ბიჯეო ჯგუფი
• სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგო პროს შვილობილი)
• შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (ინტერ რაოს შვილობილი)

საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არიან დაჯგუფებული, თუმცა ყველა მათგანი ტოპ 10-ეულში შედის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა