მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნისთვის საზიანო დირექტივების შესრულების დრო დამთავრდა - ღარიბაშვილი

6377930fa2817
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.22 18:19
568
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის საზიანო დირექტივების შესრულების დრო დასრულდა. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანა ყველა პარტნიორს მოუსმენს, მაგრამ რაც ქვეყანას სჭირდება, იმას გააკეთებს. 

მან აღნიშნა, რომ დასავლეთის პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს მთავრობას ბევრი წარმატებული პროექტი აქვს და ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს იმ საჭიროებებს მიანიჭებს, რომელიც ქვეყანას და მის მოსახლეობას აქვს.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები. ძალიან ბევრი წარმატებული საქმე და პროგრამა გვაქვს განხორციელებული ერთად და ეს თანამშრომლობა გრძელდება და მე როგორც მთავრობის მეთაური ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ.

შესაძლოა ჩვენ პარტნიორებთან გვქონდეს გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები და ეს ბუნებრივია. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ მეგობრებო. ჩვენ ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ. იმაზე უნდა ვიფიქროთ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროს და მომავალში.

რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან შემდეგი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ რათქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის, ჩვენსა და რადიკალურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის. რაც მათთვის არის უცხო ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება იმას გავაკეთებთ“, - განმარტა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პარტნიორებისა მიმართა და მხრიდან შეურაცხყოფები მიუღებელია.

„ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ და კიდევ ერთხელ მიდა გავიმეორო, მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე როგორც მიუღებელია და მე არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება იმასთან დაკავშირებით, როცა მაგალითად ყოფილი თუ მოქმედი წევრები სხვადასხვა სახელმწიფოების თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ აქ სად არის ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პირიქით ესენი ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს. ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და მზად იყვნენ და არიან მოაწერონ ხელი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას, ჩვენ ეს კარგად ვიცით და მე ჩემს წინა გამოსვლაში გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ.

ჩვენმა მეგობრებმა გამოსვლებში ახსენეს, რომ ჩვენ შევძელით მართლაც უპრეცედენტოხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში, რაც არის საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ. სად ვიყავით აღარ გავიმეორებ ყველას კარგად გახსოვთ, პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს,“- აღნიშნა პრემიერმა.