მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გარიგებები განხორციელდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს საფონდო ბირჟაზე?

5df7be5d9bff3
ლევან თაღიაშვილი
16.12.19 22:59
1113
საქართველოს საფონდო ბირჟაზე "სავაჭრო სესიების" დროს მხოლოდ "ლიბერთი ბანკის" აქციები გასხვისდა, დაახლოებით 20 000 ერთეული, თუმცა მისი ფასი 2 თეთრი იყო და ამიტომ გარიგების ღირებულებამ 400 ლარი შეადგინა.

ე.წ "ფიქსინგის" დროს რამდენიმე მსხვილი გარიგება დაიდო უცხოურ ვალუტაში. ჯამში თითქმის 720 ათასი დოლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. რაც შეეხება კომპანიებს, შპს „m2 კომერციული ქონებები“ და შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ იყვნენ მთავარი მონაწილეები, თუმცა ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 400 ათასი დოლარი სწორედ m2-ის ფასიან ქაღალდებზე მოდიოდა.

ერთი გარიგება დაიდო ლარშიც, რა დროსაც სს „თელასის“ 7930 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა იდენტურ ფასად, რადგან თითო ერთეულის ფასი 1 ლარი იყო.

შეგახსენებთ, კომპანია "თელასი" ჯერ კიდევ 2000 წლიდანაა დალისტული საფონდო ბირჟაზე და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 112 მილიონ ლარს შეადგენს.

ერთი კვირის განმავლობაში ბირჟის ინდექსი GSX 1 პუნქტით შემცირდა და ახლა მისი მაჩვენებელი 92 ერთეულისგან შედგება.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, ის 1 მილიარდ 946 მილიონი ლარია.