მთავრობამ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით სუბსიდირების პროგრამა განახორციელა. პირობა კი შემდეგია: მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მსხვილ იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას დაუფარავს. იმ კონკრეტულ დღეს, როცა იმპორტიორი შეიძენს პროდუქტს, დოლარის შემთხვევაში კურსი დაფიქსირდება 3 ლარზე (1 აშშ დოლარი=3ლარი), ევროს კურსი 3.3 ლარზე (1 ევრო=3.3 ლარი). იმპორტიორს დოლარის შემთხვევაში 3 ლარისა და ევროს შემთხვევაში 3.3 ლარის ზემოთ ფასნამატს სახელმწიფო გადაუხდის.
დასაწყისში სუბსიდირება შეეხებოდა 9 ძირითად პროდუქტს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამას ხორბლის იმპორტის თანადაფინანსება გამოეყო, დარჩა 7 პროდუქტი: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი და ლობიო. როგორც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაშია მოცემული, სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ ლარს. ამ ფონზე საინტერესოა რამდენად გაამართლა აღნიშნულმა პროგრამამ და როგორია ძირითადი პროდუქტების ფასების ცვლილებები, რისთვისაც განვიხილოთ 2019 წლის აპრილის თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით.
• შაქარი -10,5%
• ლობიო ხმელი - 8,2%
• წიწიბურა - 7,0%
• მაკარონი და მაკარონის ნაწარმი - 5,7%
• ხორბლის ფქვილი - 4,8%
• შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 4,5%
• ბრინჯი - 4.1%
• მზესუმზირის ზეთი - 0,6%
• ხორბლის პური (-0,1%)
როგორც ვხედავთ, პურისა და ზეთის გარდა ყველა პროდუქტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები. ამასთან თუ შევადარებთ ბოლო 3 თვის მაჩვენებლებს, აღნიშნულ პროდუქტებზე ყველაზე მაღალი ინფლაცია სწორედ აპრილში მოხდა. სეზონური გავლენის გამორიცხვის მიზნით, ბოლო სამი წლის ტენდენციასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ აღნიშნულ პროდუქტებზე აპრილის თვეში ამ დონის ინფლაცია არ დაფიქსირებულა. ამასთან FAO-ს 7 მაისის ანგარიშის მიხედვით სურსათის ფასების ინდექსი აპრილში მარტთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა და იანვრიდან დღემდე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა, ასევე შემცირებულია მარცვლეულის ფასების ინდექსი, 5,2%-იანი კლება დაფიქსირდა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსზე, რძის ფასების ინდექსი შემცირდა 3,6%-ით, ხორცის ფასების ინდექსი შემცირდა 2,7%-ით, ხოლო შაქრის ფასების ინდექსი 14,6%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით.
გარდა სხვა შესაძლო რისკებისა, რაც აღნიშნულ სუბსიდირების პროექტს ახლავს, საინტერესოა, მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით სურსათის ფასების ინდექსები მცირდება, აპრილის თვეში არ გვქონია ლარის გაუფასურების ტრენდი და მთავრობამ ფასების სტაბილიზაციის მიზნით გადაწყვიტა სუბსიდირების პროგრამა, რატომ გაიზარდა ფასები აღნიშნულ პროდუქტებზე? როგორ გადანაწილდა სუბსიდირებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი? მილიონები რაც სოციალური დახმარებებისკენ შეიძლებოდა მიმართულიყო, მოხმარდა ძირითადი პროდუქტების დასუბსიდირებას, რომელთა ფასებიც გაიზარდა. აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს განმარტებები
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ