მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გრაფიკით გადაიხდიან "იმედი", "მაესტრო" და "რ2" 55 მლნ-ს ბიუჯეტში - მინისტრის პასუხი

5e53b4ee39f2e
ინგა მურუსიძე
24.02.20 15:28
1298
"ტელევიზიები ძველ დავალიანებს, სავარაუდოდ, 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, თანაბარი გადახდით დაფარავენ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ტელევიზიების შეთავაზება და, სავარაუდოდ, სამინისტრო ამას დათანხმდება.

საქმე იმაშია, რომ დღეს ფინანსთა მინისტრი პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

„ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ფრაქცია "დამოუკიდებელ დეპუტატებს" ჰქონდა. მე ამ საკითხზე პრეზენტაციით გამოვედი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში 20 თებერვალს. გრაფიკებით წარვადგინე ყველაფერი. როგორც იცით, მსხვილი ტელევიზიები ბოლო წლებში გადასახადებს არ იხდიდნენ, თუმცა ჩვენ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მოვითხოვეთ მიმდინარე გადასახადების დაფარვა. მყისიერად გამოიღო ამ მიდგომამ ნაყოფი და ამ დრომდე 5 მლნ-ზე მეტი თანხა შემოვიდა. წელს ვვარაუდობთ, რომ 22 მლნ შემოვა ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ასეთი თანაბარი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა. რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, უკვე წარმოდგენილია გადახდის გრაფიკები, 5-წლიანი გეგმა, თანაბარი გადახდით, ყოველწლიურად. დიდი ალბათობით დავთანხმდებით ამ პირობებს. რაც შეეხება მიმდინარე გადასახადებს, „TV პირველი“ იხდის მიმდინარე გადასახადს. დღეს ყველა ტელევიზია არის თანაბარ პირობებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია სამ ტელევიზიაზე და შესაბამისად, მათ ვალზე: "რუსთავი 2" - 28 მლნ ლარი, "იმედი"-19 მლნ ლარი და "მაესტრო"- 8 მლნ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები