მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ბიზნესის თანამედროვე სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას?

62c59c00003fc
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.22 10:37
691
გლობალურ ბაზარზე ბოლო წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიზნესის მართვის მიდგომები შეიცვალა. შესაბამისად, ბიზნესის ადმინისტრირების სწავლების ადაპტირებაც საჭირო გახდა. კვლევების მიხედვით, ბიზნეს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის და ამიტომ ბიზნესის სამაგისტრო პროგრამების მიმართ ინტერესს იჩენს. ამ პროგრამაზე ჩაბარების მსურველები, იქნებიან ეს ბიზნესის თუ სხვა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები, ერთდროულად თეორიული ცოდნის შევსების, კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ახალი კონტაქტების მიღების შესაძლებლობას იღებენ.

ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, "ალტე უნივერსიტეტმა“ დაინტერესებულ პირებს ბიზნესის ადმინისტრირების განახლებული სამაგისტრო პროგრამა შესთავაზა, რომელიც მომავალ მაგისტრებს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ და ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას გულისხმობს. აქ სასწავლო კურსებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე სხვადასხვა დარგის პროფესიონალები უძღვებიან, რაც სტუდენტებისთვის კონტაქტების ქსელის გაფართოების შესაძლებლობა და გამოცდილების გაზიარების კარგი საშუალებაა.

უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ პროგრამის გავლის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე განვითარების გარდა, მაგისტრანტებს „ალტე უნივერსიტეტის“ პარტნიორ ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში თუ პროგრამებში (North-eastern University აშშ-ში, Lanzhou-ს უნივერსიტეტი ჩინეთში, Erasmus-ის პროგრამები ევროკავშირის ქვეყნებში და სხვა) ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ.

„ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის დეკანი ნანა მიქაშავიძე განმარტავს, რომ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის განახლება, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოხდა.

„გვინდოდა მაქსიმალურად თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული პროგრამა შეგვეთავაზებინა, რომელიც აქცენტს აკეთებს პრაქტიკულობაზე და რომელიც ნამდვილად განსხვავდება საქართველოში მოქმედი სხვა მსგავსი პროგრამებისგან.

ჩვენ გვყავს პრაქტიკოსი ლექტორები, რომლებიც სტუდენტებს უზიარებენ არამხოლოდ გამოცდილებას, არამედ თავის ბიზნეს ქსელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის. ხოლო პრაქტიკულობა იმით გამოიხატება, რომ სწავლების მეთოდები პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა მიმართული, სწორედ ამიტომ, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ გუნდურ მუშაობას, ლიდერშიფს და ენტერპრენერული აზროვნების განვითარებას. ყოველივე ეს კი კურსის მაგისტრანტებს ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას, არასტაბილურ გარემოში ძალისხმევისა და გაბედულების პოვნაში, კრიზისის დროს შესაძლებლობების დანახვასა და მათ სწორად მართვაში დაეხმარება.

კონტაქტების წრის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები არიან მრჩეველთა საბჭოს წევრები და თავად ალტე უნივერსიტეტის დამფუძნებლები. ისინი ბიზნეს სექტორის წამყვან სახეებს წარმოადგენენ და საკუთარ თავებს განიხილავენ, როგორც წარმატებული მაგისტრების დამსაქმებლებად და ბიზნესპარტნიორებად. გარდა ამისა, „ალტე უნივერსიტეტი“ საბანკო და კერძო სექტორებიდან 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რაც ბიზნეს ადმინისტრირების მომავალ მაგისტრებს საქმიანობის სფეროს შეცვლის, საკუთარ პროფესიაში განვითარების, დასაქმების და საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ განვითარების შესაძლებლობას აძლევს“, - ამბობს ნანა მიქაშავიძე.



კითხვაზე - როდის უნდა ავირჩიოთ ბიზნეს სამაგისტრო პროგრამა, „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის დეკანი ამბობს, რომ ბიზნესის მაგისტრატურაზე ჩაბარებამდე მნიშვნელოვანია გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება უკვე ჰქონდეს ადამიანს დაგროვებული ამ მიმართულებით, დარწმუნებული იყოს რომ ეს ის სფეროა, რომელშიც სურს ცოდნა გაიღრმავოს და ასევე სჯეროდეს, რომ კურსელებისთვის მისი გამოცდილების გაზიარებაც ისევე ფასეული იქნება, როგორც თავად მისთვის სხვების გამოცდილების დეტალების გაცნობა. სწორედ ამიტომ, სამაგისტრო პროგრამის მსურველების შერჩევისას უპირატესობა გამოცდილ პირებს მიენიჭებათ, თუმცა გასაუბრების შედეგად შესაძლოა შეირჩნენ ისეთი კანდიდატებიც, რომლებსაც არ აქვთ ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება, თუმცა ზუსტად იციან რატომ სურთ თავისი დროის და რესურსის ამ მიმართულებით გამოყენება.

ნანა მიქაშავიძე ასევე აღნიშნავს, რომ მსურველებმა სამაგისტრო პროგრამის არჩევისას ყურადღება სხვადასხვა ფაქტორზე უნდა გაამახვილონ.

„მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პროგრამაში ჩართული ლექტორების ჯგუფის შემადგენლობა, ასევე ის, თუ რა საჭიროებები აქვს ჩაბარების მსურველს - პრაქტიკულ ნაწილზე აკეთებს მეტ აქცენტს, ბიზნეს კავშირებსა თუ სხვაზე. ჩვენი ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ამ მხრივ საკმაოდ მრავალმხრივია და ბიზნესის ყველა ასპექტს მოიცავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის დამატებითი ბენეფიტიც, რაც „ალტე უნივერსიტეტის“ თითოეულ სტუდენტს აქვს - სტარტაპ გარაჟი, რომელიც მოიაზრებს პროფესიონალებთან ერთად საკუთარი ბიზნესის დაწყებას ან არსებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას“, - ამბობს ბიზნეს სკოლის დეკანი.

„ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის ლექტორი, ACT-ის პორტფოლიოს ლიდი, ლიკა გოდერძიშვილი კი ამბობს, რომ მაგისტრის ხარისხი პიროვნულ განვითარებას აძლიერებს და სტუდენტებს მათ მიერ შერჩეულ სფეროში მეტად სპეციალიზირებული ცოდნის მიღებაში ეხმარება.

„გარდა ბენეფიტებისა, რასაც სამაგისტრო ხარისხი გვთავაზობს, როგორიც არის სანდოობა, ექსპერტიზა, მეტი შემოსავლის მიღება, გაძლიერებული პროფესიული კავშირები და სხვა, გამოცდილების ამ ეტაპზე ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის დაგროვება. „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ ე.წ. „learn by doing“ მეთოდით ვასწავლით და სტუდენტებს უკვე დაგროვებული თეორიული საფუძვლების სწორ ტრაექტორიაზე მიმართვაში ვეხმარებით. ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძლიერი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ მაგისტრანტებს არჩევანის თავისუფლებას, მეტ ავტონომიურობას და პრაქტიკოს ლექტორებთან გადაკვეთით კონკურენტუნარიანობის ზრდის საშუალებას ვაძლევთ“, - აღნიშნა ბიზნეს სკოლის ლექტორმა.



აღსანიშნავია, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე შიდა გასაუბრებით შერჩეულ კანდიდატებს სკოლის დეკანის საუნივერსიტეტო 20%-იანი გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ კანდიდატების შერჩევისას უპირატესობას ისეთ პირებს ანიჭებენ, რომლებსაც მაღალი მოტივაცია, მეწარმული აზროვნება, ლიდერული უნარები და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვთ.

თუ დაინტერესებული ხარ ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სწავლის გაგრძელებით, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამებზე პირველმა: t.ly/0iFu