23.დეკემბერი .2019 09:40

რა პრეტენზიები აქვს "სიქპას" სახელმწიფოსთან და მოხდება თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება?

views 456
უკან

უალკოჰოლო სასმელების მარკირებასთათან დაკავშირებით სახელმწიფოსა და მარკირების ოპერატორ კომპანია, "სიქპა"-ს შორის, მოქმედი ხელშეკრულების 2020 წლის ბოლოს გადაიხედება.

ამის შესახებ "სიქპა" საქართველოს დირექტორმა გიორგი ჯიქიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ჯიქიას განმარტებით, სახელმწიფოს მიერ საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა კომპენსაციის მიზნით გახანგრძლივდება.

„სიქპასა და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება.
გაგრძელებაზე საუბარია იმ მხრივ, რომ სახელმწიფოს საკონტრაქტო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული და ამის კომპენსაციაზეა საუბარი. ვნახავთ გაისად რა მოხდება.

თუ სახელმწიფოს მხრიდან შესრულდა ეს პირობები მომავალ წელს კონტრაქტი გასაგრძელებელი იქნება, თუ არ შესრულდა შეიძლება მეტად გაგრძელდეს. კონტრაქტის რაღაც მოცულობა ჯერ არ არის შესრულებული“, - განაცხადა სიქპა ჯორჯიას დირექტორმა.

მისი განმარტებით, ეს ვალდებულებაა კონტრაქტის მოცულობა და თანხაა, რაც კონფიდენციალური ინფორმაციაა.
თუცმა გასულ წელს გიორგი ჯიქიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა: „სიმართლე რომ გითხრათ, SICPA-ს მიმართ რა პირობებიც იყო, ფინანსური პირობები, არ სრულდება სამწუხაროდ. უნდა ყოფილიყო მილიარდზე მეტი მარკირება 5 ცენტად. არ სრულდება არც რაოდენობა და არც მარკირების საფასური“.

ცნობისთვის, კომპანია მილიარდზე მეტ მარკირებას 0.5 ევრო ცენტად ახორციელებს. სახელმწიფო ფარავს 6,000,000 ლარს 600 მილიონი ბოთლის მარკირებაში.