მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემების წინაშე დგას საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია?

5fc8cba18e19e
BM.GE
03.12.20 15:26
948
FIATA - ექსპედიტორთა ეროვნული ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციაა (საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაცია), რომელიც დაარსდა 1926 წელს ავსტრიაში და დაახლოებით აერთიანებს მსოფლიო მაშტაბით 40,000 საექსპედიტორო და ლოგისტიკურ კომპანიებს.

FIATA– ს ძირითადი საქმიანობაა საექსპედიტორო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდა, დარგის განვითრებისათვის ზრუნვა, ერთიანი საექსპედიტორო დოკუმენტაციების შემუშავება და მათი პრაქტიკაში სწორად ინტეგრიგება. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ექსპედიტორთა გაერთიანება და მათი ინტერესების წარდგენა და დაცვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობის გზით მსოფლიო ბაზარზე.

FIATA-სა და საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის (დაარსდა 1997 წელს) ერთობლივი ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება, სატრანსპორტო-საექსპედიტორო გადამზადების პროფესიული კურსები კომპანიების თანამშრომლებისთვის, შესაბამისად წელსაც გაიმართა აღნიშნული ტრენინგები სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის. 2001 წლიდან საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციამ 200 -ზე მეტი საერთაშორისო დიპლომი გასცა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში თანამშრომლების გადამზადების კურსების პოპულარიზაციას მეტი ყურადღება დაეთმოს კომპანიების მხრიდან, რადგან პროფესიონალი თანამშრომელი კომპანიის წარმატების და განვითარების საწინდარია“
- აცხადებს საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ზურაბ შენგელია.

მისი თქმით, რამდენიმე წელია ასოციაცია ცდილობს კურსების ჩატარებას ისეთ რეგიონში, როგორიც მაგალითად აჭარაა, მაგრამ სუბსიდიიის არქონის გამო კურსების ჩატარების შესაძლებლობა წარმოუდგენელია.

„აღსანიშნავია ბულგარულ-ქართული საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია MGL Georgia-ს მხარდაჭერა და მზადყოფნა ღონისძიების ორგანიზებაზე და საკონფერენციო დარბაზით უზრნველყოფაზე, თუმცა ეს არ არის საკმარისი, სასურველია უფრო ბევრმა კომპანიამ გამოთქვას მხარდაჭერის სურვილი“,- აცხადებენ ასოციაციაში.

ასევე აღსანიშნავია კომპანია MGL Georgia-ს, მუდმივი ზრუნვა თანამშრომლების განვითარებაზე და მათ პროფესიულ ზრდაზე. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად კომპანიამ სრულიად დაუფინანსა კურსის ღირებულება თბილისის ოფისის თანამშრომლებს.

მნიშვნელოვანია ის სხვადასხვა რეგულაციები კერძოდ როგორიცაა ფინანსური , იურიდიული, ტექნიკური, ეკონომუკური და განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა თავისი სუპრასტრუქტურებით. ასევე საბაჟო რეგულაციები, რომელსაც ეტაპობრივად აუმჯობესებდა სატრანსპორტო საექსპედიტორო კომპანიების საქმიანობას, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული საქარართველოს ექსპედიტორთა ასოციაციაც.

(R)