მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროცედურების გავლა უწევს ავტომფლობელს თუ მანქანამ ტექდათვალიერება ვერ გაიარა

5a2a4de06ba22
სალომე მეცხვარიშვილი
09.12.17 15:00
6380
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და ეტაპობრივად სავალდებულო გახდება სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის. 2019 წლის პირველი იანვრიდან კი ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდება ყველა ტიპის ავტომობილისთვის:

2018 წლის პირველი იანვრიდან - 8 ადგილიანი და ზემოთ სამგზავრო ავტომანქანებისთვის, ასევე სატვირთო(3,5ტონა) ავტომოვილებისთვის მკაცრდება ადმინისტრირება და კრიტერიუმები. ამ ტიპის ავტომობილებს ტედათვალიერების გავლის ვალდებულება დღესაც აქვთ, თუმცა, ადმინისტრირება არაეფექტურად ხდება;

2018 წლის პირველი ივლისიდან - იურიდიული პირებზე დარეგისტრირებული და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ავტომოილებისთვის ამოქმედდება სავალდებულო ტექდათვალიერება;

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები - 3.0 ძრავით და ზემოთ;

2019 წლის პირველი იანვრიდან - ყველა ტიპის ავტომობილისთვის ტექდათვალიერება სავალდებულო იქნება.

იმისთვის, რომ ავტომობილების მფლობელებს ჰქონდეთ დრო მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და თავიდან აირიდონ რიგები, გაიწერება გრაფიკი. ავტომფლობელებს ტექდათვალიერების გავლა მანქანის რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით შეეძლებათ. თუ მაგალითად მანქანა საქართველოში რეგისტრირებულია 2015 წლის ნოემბერში ამ კატეგორიის მანქანისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ ტექდათვალიერების გავლა მოუწევს ნოემბრამდე.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი - 100 ლარი ეღირება.

ავტომობილებს ტექნიკური დათვალიერების გავლა შეეძლებათ სერვისცენტრებში, რომლებსაც არეგისტრირებს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრი. ამჟამად საქართველოში დღეს არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს 26 ცენტრს, სადაც დამონტაჟებულია ინსპექტირების 35 ხაზი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას შემოწმდება შემდეგი პარამეტრები:

1. სამუხრუჭო აღჭურვილობა;

2. საჭით მართვის სისტემა;

3. ხილვადობა (მათ შორის საქარე მინა);

4. ფარები, შუქამრეკლი და ელექტრომოწყობილობა;

5. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;

6. შასი და მისი შემადგენლები;

7. გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება (გამონაბოლქვი);

ინსპექტირების პროცესის შედეგები უნდა ფიქსირდებოდეს ონლაინ რეჟიმში და უნდა აისახებოდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიან საინფორმაციო სისტემაში.

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილმა პირველ ჯერზე ვერ გაიარა ტექდათვალიერება და გამოუვლინდა დარღვევები, მას ეძლევა 30-დღიანი ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის. ვადის გასვლის შემდეგ ავტომფლობელს უფლება აქვს ტექდათვალიერება გაიაროს იმავე ან სხვა ცენტრში. ვადების დაურღვევლობის შემთხვევაში იმავე ცენტრში ტექდათვალიერების გავლისას ავტომფლობელს საფასურის გადახდა აღარ მოუწევს.

თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინსპექტირებამდე გამოვლენილი ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, არ არის აღმოფხვრილი, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით.

თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად სამუხრუჭო ანდა საჭის მართვის სისტემებში გამოვლინდა ისეთი სერიოზული დეფექტი, რომელმაც საავტომობილო მიმოსვლისას შეიძლება აშკარა საფრთხე შეუქმნას მძღოლისა და მგზავრის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ინსპექტირების ცენტრი ამას მიუთითებს "შენიშვნის" გრაფაში. ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში ავტომობილის გზებზე გადაადგილება იკრძალება. ცენტრიდან მისი გადაყვანა კი ევაკუატორის მეშვეობით ხდება.

ფიზიკური პირი, რომლის მანქანასაც არ აქვს გავლილი ტექნიკური დათვალიერება, ჯარიმდება 50 ლარით, იურიდიული პირი კი 200 ლარით.