მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტებს გეგმავს "საქართველოს რკინიგზა" 2022 წელს?

61c74e9fd1ffa
დავით ჯალაღონია
26.12.21 00:05
1369
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის დავით ფერაძის განცხადებით, 2022 წელი კომპანიისთვის ისტორიული იქნება, რადგან რკინიგზას 150 წელი უსრულდება.

როგორც მან Forbes talks-თან ინტერვიუში განაცხადა, მომავალ წელს "საქართველოს რკინიგზას" განახლებული სარკინიგზო შემადგენლობები და ინფრასტრუქტურა შეემატება.

"მიუხედავად პანდემიისა, კომპანიას დაგეგმილი აქვს საკმაოდ დიდი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, სალიანდაგო მეურნეობაში, კავშირგაბმულობაში. წლების განმავლობაში არ ყოფილა დიდი თანხების ინვესტიცია, შესაბამისად ახლა გვიწევს ჩვენი დერეფნის გაძლიერება. ჩვენი შემოსავლების 92% სატვირთო გადაზიდვებიდან შემოდის და ეს ყველაფერი ხმარდება ინფრასტრუქტურას. ჯვარედინი სუბსიდირება გამოდის, ისევ ჩვენი კომპანიის მხრიდან. საკმაოდ რთულია.

წელს ისტორიული ფაქტი მოხდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იყო, რომ კომპანიამ 100 ნახევარვაგონი – მსგავსი კატეგორიის ვაგონი შეიძინა, ისიც საქართველოში. ვაგონმშენებელმა ქარხანამ გააკეთა ეს ნახევარვაგონები. ეს ბოლოს 89-90–იან წლებში მოხდა. ნახევარვაგონი საკმაოდ მოთხოვნადია ჩვენს დერეფანში. მასში ძირითადად მშრალი და ნაყარი ტვირთების განთავსება ხდება. ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს – სილიკონ–მანგანუმი, გოგირდი, კირქვა და აშ, ეს ყველაფერი ექსპორტზე სწორედ ნახევარვაგონებით გადის.

აქვე დავამატებ, რომ წელს შესრულდა 32 კმ სიგრძის მონაკვეთზე ახალი ლიანდაგის დაგება. ეს მოხდა როგორც რიკოთის უღელტეხილზე, ასევე სხვა მონაკვეთებზე. ეს არის ახალი ლიანდაგი. კომპანიამ ასევე დაგეგმა მომავალი წლისთვის 42 კილომეტრი ახალი ლიანდაგის დაგება და კაპიტალური რემონტები. შეკვეთილი გვაქვს სამუშაოები და მოდერნიზაცია შვიდ თბომავალზე, სამ ელმავალზე და მწვანე პროექტების ფარგლებში შეიძლება განვიხილოთ შემდეგი ნოუჰაუ – ტენდერი გამოცხადებულია ორ ელექტროგამწევზე, რომელიც ჩაანაცვლებს არსებულ დიზელ–თბომავლებს", – განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა.