მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა ადგილობრივ წარმოებას ხელი შევუწყოთ? - კახიშვილი

62581b79779c5
მარიამ ვარადაშვილი
14.04.22 17:20
759

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტში მყოფ სოფლის მეურნეობის მინისტრს ჰკითხა, რას აპირებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად? 

კახიშვილის თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტი იაფად შემოდის, რასაც ადგილობრივი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს. 

“კიტრი, პომიდორი, ბოსტნეული და სხვა პროდუქტები, რომლის იმპორტიც ქვეყანაში ხორციელდება… ვიცით, რომ გარშემო გვყავს სოფლის მეურნეობის კუთხით განვითარებული ქვეყნები, რაც ისეთ კონკურენტულ პირობებს ქმნის, რომ ადგილობრივი ფერმერები ამ კულტურების მოყვანას ვერ ახერხებენ. ამავდროულად, იქ ამ დარგებზე ხელშეწყობა დიდია და მათ პროდუქტზე ფასიც ნაკლებია, რასაც კონკურენციას ვეღარ უწევენ ჩვენი ფერმერები. რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რომ ხელი შევუწყოთ სოფლად მცხოვრებლებს, რათა ეს კულტურები მოიყვანონ. მესმის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ და კონკრეტული მოთხოვნების გვაქვს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები გარკვეულწილად იცავენ საკუთარ ქვეყნებს იმპორტისგან, ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად”,-აცხადებს კახიშვილი.

პარლამენტის წევრი ასევე დაინტერესდა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ "გადამყიდველებისა და პროდუქტზე ხელოვნურად დეფიციტის შემქნელების" კონტროლის მექანიზმები შეიქმნას?

"გახსოვთ შაქრის ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი და ა.შ. იქნებ მოსახლეობას ვუთხრათ რა მარაგებია შაქრისა და სხვა პროდუქტების. ასევე საიდან ხდება მათი მოწოდება, რათა ეს ხელოვნური დეფიციტი დასრულდეს",-განაცხადა მან. 

დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას უსმენენ.