ამერიკის საფონდო ბირჟაზე ძირითადი ინდექსები ზედიზედ მეხუთე კვირაა მცირდება. ინფლაცია, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და ახლა უკვე კომპანიების ზრდის ტემპის შენელების შიში დიდ ზეგავლენას ახდენს ბირჟებზე, განსაკუთრებით მტკივნეულად კი ტექნოლოგიური კომპანიებისა და სწრაფად მზარდი კომპანიების აქციების ფასებზე.
Dow Jones-ისა და S&P 500-ის ინდექსები კორექციის ზონაში იმყოფებიან, რაც ნიშნავს რომ ისტორიული მაქსიმუმიდან 10%-ზე მეტით არიან შემცირებულნი, ხოლო Nasdaq Composite-ის ინდექსი კი ე.წ. Bear Market-ში იმყოფება და ისტორიული მაქსიმუმიდან 25%-ზე მეტით არის შემცირებული.
რა უნდა გავითვალისწინოთ Bear Market-ის პერიოდში? - რჩევები Galt & Taggart-ისგან:
1. ფოკუსირება მოახდინეთ გრძელვადიან ინვესტიციებზე - მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვარდნის პერიოდები შესაძლოა მტკივნეული იყოს ყველა ინვესტორისთვის, თუ თქვენ გრძელვადიან გათვლებზე ხართ ორიენტირებული, ისტორია თქვენს მხარესაა. როგორც წესი, ფინანსურ ბირჟებზე მსგავს დაღმავლობას აღმავლობის პერიოდები, ანუ Bull market მოჰყვება და ხშირ შემთხვევაში აქტივების ფასების ზრდა აღემატება მათ წინა პერიოდის ვარდნებს.
2. მოახდინეთ პორტფელის დივერსიფიცირება - ხშირად დაღმავლობის პერიოდები ფინანსურ ბირჟებზე ემთხვევა ეკონომიკურ რეცესიებს და ამ პერიოდში ინვესტორები ამჯობინებენ აქტივებს, რომლებიც ეკონომიკური ციკლების მიუხედავად, ინვესტორებს მაინც სთავაზობენ შედარებით სტაბილურ შემოსავლებს. ასეთ აქტივებს განეკუთვნება სტაბილური დივიდენდ კომპანიების აქციები, ასევე თავდაცვით ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიები, როგორებიც არის: საკვები ინდუსტრია, სასმელების ინდუსტრია, პირადი მოხმარების საგნებისა და ჯანდაცვის სექტორი. მსგავს აქტივებში ინვესტირებით თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი პორტფელის ვოლატილობა. გასულ კვირას საუკეთესო შედეგი აჩვენა ნავთობის სექტორის ETF-მა XLE, მას შემდეგ რაც ბირჟებზე ნავთობის ფასი $110-მდე გაიზარდა. XLE წლის დასაწყისიდან დღემდე 50.8%-ით არის გაზრდილი.
3. „იყავით ხარბი, როდესაც სხვებს ეშინიათ“ - ეს გამოთქმა ლეგენდარულ ინვესტორს, უორენ ბაფეტს ეკუთვნის. Bear market-ების პერიოდში, როდესაც ინვესტორები აქციებს პანიკურად ყიდიან, ბევრი კომპანიის აქცია შეიძლება იმაზე მეტად დაეცეს, ვიდრე მათი რეალური ღირებულებაა, რაც ქმნის ხელსაყრელ მომენტს ამ აქციებში ინვესტირებისათვის. თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქციების 30-40% გაუფასურება არ ნიშნავს, რომ ეს აქციების ფასი კიდევ უფრო მეტადაც არ შეიძლება დაეცეს. მსგავს მომენტებში ინვესტორებს შეუძლიათ მიმართონ ე.წ Dollar-cost averaging მეთოდს, რაც ნიშნავს, რომ მთლიანი თანხის ერთდროულად ინვესტირების ნაცვლად, აქციებს მცირე თანხებით, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით იყიდით, რითიც მოგების უფრო დიდ პოტენციალს შექმნით.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ