მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც თქვენ ხართ თავმჯდომარე, ორმა უდიდესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ დატოვა საქართველო- ჯოხთაბერიძე ბექაურს

5f0871421cb8e
BM.GE
10.07.20 17:45
2673
კომპანია „მაგთიკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე კომუნიკაციების კომიისის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს ადანაშაულებს იმაში, რის გამოც ორმა უდიდესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოს ბაზრის დატოვება.

„რაც თქვენ ბრძანდებით თავმჯდომარე ორმა უდიდესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ (თელია სონერა & მეტრომედია) მიატოვა საქართველო და წავიდა ჩვენგან. როგორც იქცევით, ამის შედეგად მივიღეთ ეს. რატომ მივიღეთ იცით ეს შედეგად ? აღარ უნდა ხალხს ინვესტირების გაკეთება საქართველოში. ორი უდიდესი კომპანიიდან, ერთი (ჯეოსელი), რომელიც შეიძინა სილქნეტმა. მეორე კომპანიას, ბილაინს უნდა გასვლა იმიტომ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად აღარ უნდა აქ ყოფნა, მაგრამ ვერ ყიდის, მყიდველი ვერ იპოვა.

თქვენ კიდევ ფიქრობთ ვირტუალური ოპერატორის შემოყვანაზე დაძალებით. კანონი არსებობს ვირტუალური ოპერატორის შემოყვანაზე, თუმცა არცერთს არ მოუმართია ამ წლების განმავლობაში“-მიმართა ჯოხთაბერიძემ ბექაურს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ.