მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენაზე 35.5 მლნ ლარი დაიხარჯება

6077dcaebc060
BM.GE
15.04.21 10:24
547
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მე-2 ეტაპს ახორციელებს. სამუშაოები 2 პროექტად ხორციელდება, რომლის ფარგლებში, სრულად აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ქალაქ ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთს მოიცავს, სადაც სულ 16 უბანზე უნდა ჩატარდეს სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები 8 უბანზე მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე პარალელურ რეჟიმში დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფარსტრუქტურის აღდგენის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 35.5 მლნ ლარია.

რაჭაში სტიქიამ 2020 წლის ივლისში ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელსვე ჩატარდა, რათა უზრუნველყოფილი ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღგენა მოხდება.