მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ პირს შეუჩერდა ავტომობილის მართვის უფლება საქართველოში? - სტატისტიკა

5e6bddb3daa02
თამთა ჯიჯავაძე
14.03.20 00:00
1302
2019 წელს საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სიმთვრალის გამო შეუჩერდა 20 424 პირს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

„სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა 2019 წელს - 20 424 პირს“, - წერია შსს-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

როგორც გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წელს მართვის უფლების შეჩერების შემთხვევები წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით მეტი იყო. კერძოდ, 2018 წელს 17 360 პირს, ხოლო 2017 წელს - 19 242 პირს შეუჩერდა.