მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანი იყენებს ინტერნეტს შოპინგისთვის?

5f5c825e98727
BM.GE
12.09.20 22:18
1302
საქართველოში მცხოვრები ოჯახების 83.8 % ინტერნეტით არის უზრუნველყოფილი - ამის შესახებ მოსახლეობის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საქსტატის ანგარიშშია საუბარი.

კვლევაში ასევე საუბარია ინტერნეტ შოპინგის შესახებ და აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მოსახლეობის (15 წლის და უფროსი) 21.3%-მა შეიძინა ან შეუკვეთა ნივთი/მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მაღაზიების ნაწილს დროებით შეეზღუდა ონლაინ ვაჭრობა, მიმდინარე წელს 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით ივაჭრეს.

აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით - საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით ვაჭრობს მოსახლეობის 27.4%, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 9.1%. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სოფლად მაცხოვრებლების 12.9 % იყენებდა ინტერნეტს ვაჭრობისთვის.

ცნობისთვის: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების კვლევა საქსტატის მიერ მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდა.