10.მაისი .2021 18:23

რამდენი ბიზნესი გაჩერდა? - BIA-ს სტატისტიკა

რამდენი ბიზნესი გაჩერდა? - BIA-ს სტატისტიკა
views 553
უკან

კომპანიების საინფორმაციო სისტემა BIA-ს ინფორმაციით, 2020 წელს ქვეყანაში დროებით შეჩერებული კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა და მან 2 814 შეადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, კერძო სექტორისთვის საქმიანობის შეჩერების კუთხით 2021 წელი 2020 წელთან შედარებით უფრო მძიმე იქნება. 

"დროებით შეჩერებული კომპანიების რაოდენობა 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე, 4.5 თვის განახლების მაჩვენებლის მიხედვით უკვე 2 455 არის. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს 2020 წლის მაჩვენებელს როდესაც შევადარებთ, საგრძნობლად გაზრდილი ციფრი გვექნება," - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

BIA-ს სტატისტიკის მიხედვით, შეჩერებული კომპანიების განაწილება ზომის ჭრილში ასეთია:

მცირე ზომის კომპანია - 85%;
საშუალო ზომის კომპანია - 13.5%;
მსხვილი ზომის კომპანია - 1.5%;

2020 წელს შეჩერებული კომპანიების დარგების ანალიზის მიხედვით გამოვლინდა შემდეგი TOP-ხუთი საქმიანობის კატეგორია:

რესტორნები და ბარები;
ტურიზმი (ტურისტული მომსახურებები და სხვადასხვა ტიპის სასტუმროები);
სილამაზე და სპორტი;
უძრავი ქონების მართვა;
საოფისე და საოჯახო საქონელი;

"პანდემიის პროცესების გავლენა 1 წლის შემდეგ უფრო მეტად შეიმჩნევა მცირე ზომის კომპანიებზე; ამჟამად უფრო და უფრო იზრდება მცირე კომპანიების რიცხვი, რომლებიც აჩერებენ ბიზნესს დროებით ან სრულად. ფაქტობრივად, გადარჩევა მოხდა; არის კომპანიები, რომლებმაც მოკლე დროში მოახერხეს, ადაპტირდნენ დღევანდელ გარემოში, შეცვალეს ბიზნესის სახე ან მომსახურების ფორმა და აეწყვნენ დისტანციურად ბიზნესის მართვის პრინციპებზე და არიან კომპანიები, რომლებმაც დღევანდელ ბიზნესგარემოში ოპერირება ვეღარ შეძლეს", - ნათქვამია BIA-ს ინფორმაციაში.

2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 აპრილის ჩათვლით, ბიას პლატფორმაზე განახლდა 33,870 კომპანია, საიდანაც
1650 (კომპანიათა 5%) სრულად შეჩერებული კომპანიაა, 4152 კი (კომპანიათა 12%) - დროებით შეჩერებული კომპანია.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა