მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს მეიჯერელ საქართველოს?

63456fe458f5a
BM.GE
12.10.22 00:00
3685
“მეიჯერელ საქართველო” ქვეყნის უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო კომპანიებისთვის აუთსორს სერვისების მიწოდებით არის დაკავებული.

მეიჯერელმა 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიამ საკუთარი შემოსავალი 73 მილიონი ლარით, 173.4 მილიონ ლარამდე გაზარდა.

ასევე 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგებაც, რაც გასულ წელს 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიისთვის მთავარ ხარჯს 2,300-ზე მეტი დასაქმებულის ანაზღაურება იყო, რაზეც 81.7 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯებმა 35.8 მილიონი ლარი შეადგინა.

“მეიჯერელი წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში საქმიანობს. კომპანიის 75 000-ზე მეტი თანამშრომელი 41 ქვეყანაში, 60 ენაზე ემსახურება 400-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდის მომხმარებელს. მეიჯერელი გლობალურად შეიქმნა 2019 წლის იანვარში, ბერტელსმანის და საჰამის შერწყმის შედეგად, რაც მიზნად ისახავდა მომხმარებელთა მომსახურების წამყვანი ორგანიზაციის შექმნას. მეიჯერელი აერთიანებს Arvato CRM Solutions, Phone Group, ECCO Outsourcing და Pioneers Outsourcing. ყველა აღნიშნული კომპანია ერთიანი ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი.

კომპანია, საოპერაციო მიზნების განსახორციელებლად რამდენიმე სახეობის ძირითად რესურსზეა დამოკიდებული. მათგან უმთავრესია ადამიანური კაპიტალი - მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე. მეიჯერელ საქართველოში 2021 წლის თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა და 2,349-ს მიაღწია,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

Majorel-ის აქტივები 120 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 61.7 მილიონს შეადგენს.