მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "ვისოლს"

634c4bdb09bc6
BM.GE
16.10.22 22:18
4878
საქართველოში საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი სარეალიზაციო ქსელის მფლობელმა “ვისოლ პეტროლიუმმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, “ვისოლ ჯგუფმა” შემოსავალი რეკორდული ტემპით, 177 მილიონი ლარით გაზარდა, რის შედეგადაც კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს 530 მილიონ ლარს მიაღწია.

კომპანიის შემოსავლის ასეთი მატება ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ, ასევე მომატებულმა მოთხოვნამ განაპირობეს.

2021 წლის კომპანია ექსპლუატაციას უწევდა 120 სადგურს: 117 ბენზინგასამართ სადგურს (მათგან 77 კომპანიის კუთვნილს, 39 იჯარით აღებულს და 1 შვილობილისგან იჯარით აღებულს), რომელთაგან 10 არის კომბინირებული ბენზინის და გაზის სადგური, ხოლო 3 - მხოლოდ გაზგასამართი სადგური,”- ნათქვამია “ვისოლ ჯგუფის” ფინანსური ანგარიშში.

კომპანიის ფინანსურ ანგარიშში წარმოდგენილია კონკრეტული სეგმენტების მიხედვით მიღებული შემოსავალი, მაგალითად საწვავის რეალიზაციამ 456 მილიონი ლარი შეადგინა, ავტოგაზმა 10 მილიონი, ხოლო სხვა საოპერაციო შემოსავალმა 64 მილიონი ლარი.

● ნავთობპროდუქტები - 456 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 37%
● ბუნებრივი გაზი - 10 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან -74%
● სხვა საოპერაციო შემოსავალი - 64 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 482%

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მიერ რეალიზებული საწვავის თვითღირებულება გასულ წელს 413 მილიონ ლარს შეადგენდა, ბუნებრივი აირის თვითღირებულება 6.6 მილიონ ლარს, ხოლო სხვა საქონლის თვითღირებულება 60 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ვისოლ ჯგუფისთვის” გაყიდვების და დისტრიბუციის ხარჯი 26.7 მილიონი ლარი იყო, კომპანიის ზოგადი ადმინისტრაციული ხარჯები კი 20.5 მილიონს შეადგენდა.

მთლიანობაში 2021 წელი “ვისოლ ჯგუფმა” 6.4 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები