მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი საწოლია აჭარაში მობილიზებული covid-პაციენტებისთვის - მინისტრი

5f61e7248f822
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.20 14:23
657
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეისთვის აჭარის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულების მიღებისთვის 400-მდე საწოლია მობილიზებული. ამის შესახებ მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აჭარაში დღეისთვის მობილიზებულია 400-მდე საწოლი და 48 საათის განმავლობაში კიდევ დაემატება 170 საწოლი, იმისთვის რომ პაციენტის ნაკადების უწყვეტი მართვა მოხდეს “, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ სასტუმროებში უსიმპტომო კოვიდ-ინფიცირებულების გადაყვანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკური მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, პაციენტები ჰოსპიტლებში დაბრუნდებიან.

„ჩვენ გადავედით მკურნალობის ახალ პროტოკოლზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, ვისაც არ გააჩნია სიმპტომები, მკურნალობას გაივლის სასტუმროებში, სადაც მობილიზებული არის სამედიცინო პერსონალი და განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, ისინი კვლავ დაბრუნდებიან სტაციონარებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.