მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია საქართველოში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების პორტფელის ჯამური მოცულობა?

6411fab71d630
ალა ისპირიანი
15.03.23 21:07
2248
სტატიაში საუბარია:
საინვესტიციო ფონდები ინვესტორებისგან კაპიტალს იზიდავენ, რადგან ინვესტირება თავისი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად და ინვესტორის სასარგებლოდ მოახდინონ. საინვესტიციო ფონდში ჩადებული თანხა ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკაში ბრუნავს. სწორედ საინვესტიციო ფონდების განვითარება საქართველოში კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საინვესტიციო ფონდების შესახებ მიღებული კანონი არ ითვალისწინებდა საინვესტიციო ფონდების რეგულირებისა თუ ოპერირების სხვადასხვა ასპექტს, რაც ბაზრის განვითარების ტემპს აფერხებდა. არსებული გამოწვევების ფონზე 3 წლის წინ კანონმდებლობა განახლდა და პარლამენტმა საინვესტიციო ფონდების შესახებ ახალი კანონი მიიღო.

აღნიშნულ კანონში წლის ბოლოსთვის მათ შორის საინვესტიციო ფონდებისთვის ცვლილებები კიდევ იგეგმება, რაც დიდი ალბათობით საინვესტიციო ფონდების პორტფელის მოცულობას გაზრდის. მანამდე კი Bm.ge დაინტერესდა, რამდენია საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების პორტფელის ჯამური მოცულობა.

Bm.ge-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, არსებული საინვესტიციო ფონდების მართული პორტფელის ჯამური მოცულობა 92 000 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სებ-ის, საინვესტიციო ფონდების რეესტრში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ ფონდებს, სულ 5 საინვესტიციო ფონდია:

- ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "უძრავი ქონების ფონდი ელისიუმი 1"
- სს "ფორსაით კაპიტალი"
- სს “დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“
- შპს "გაზელ ფაინენს ჯორჯია"
- ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "რაშმორი“


საპენსიო დანაზოგები შესაძლოა საინვესტიციო ფონდებშიც განთავსდეს - რა ცვლილებები იგეგმება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები