თბილისის მერიამ ღია კაფე-ბარები მიმდინარე წლის ბოლომდე იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება თბილისის მერმა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მიიღო და ძალაში მარტიდან შევიდა. პანდემიიდან მე-8 თვეს bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ საიჯარო შეღავათით, დაახლოებით, 200-მდე ღია კაფემ ისარგებლა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 200-მდე კაფემ სამართლებრივად, ვისაც ხელშეკრულება ჰქონდა, მაგრამ გარდა ამისა, ვისაც ხელშეკრულება არ ჰქონდა, მათაც მიეცათ უფლება, წლის ბოლომდე განათავსონ მაგიდა და სკამები თავისი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - განმარტავენ მერიაში.
მერიაში ამბობენ, რომ covid-19-ის გამო შექმნილი გამოწვევებიდან გამომდინარე, ბიზნესს სხვა შეღავათებიც მისცეს:
"მაგალითისთვის, თუკი პირობითად 10 კვ/მ იყო გაცემული, პანდემიის შეზღუდვების გათვალისწინებით, მაგიდების დაშორებიდან გამომდინარე, დამატებითი ფართის საჭიროების შემთხვევაში, კაფე-ბარების მფლობელებს მიეცათ უფლება, რომ 10 კვ/მ-ის ზემოთ გადავიდნენ და უფრო დიდ ტერიტორიაზე განათავსონ მაგიდები. ასეთ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია არ აჯარიმებს ამ პირებს და მხოლოდ და მხოლოდ ამოწმებს, რომ ტროტუარზე დარჩეს გასავლელი მოქალაქეებისთვის, რათა ფეხით მოსიარულეები არ შეფერხდნენ".
Bm.ge-ის ასევე აინტერესებდა, დაახლოებით, რა საბიუჯეტო შემოსავალი დააკლდა თბილისის ბიუჯეტს აღნიშნული საიჯარო შეღავათების გამო, რაც ოფიციალურად გამოვითხოვეთ და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?