მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს სამინისტრო დევნილების ფართებით დასაკმაყოფილებლად? - მინისტრის განმარტება

61ee5426eb0a3
ინგა მურუსიძე
24.01.22 11:46
657
სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, სამინისტრო ყველა რესურსს იყენებს, რომ დევნილთა საკითხი მოგვარდეს და ისინი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

„მნიშვნელოვანია იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებით კრიტიკულ პირობებში. ამ მიმართულებით გვაქვს მიმდინარე ძალიან აქტიური ღონისძიებები. სხვადასხვა ქალაქში შერჩეულია მიწები და ახლა მიმდინარეობს პროცესი ამ მიწების გადმოსაცემად, პარალელურად დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთან, ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების კუთხით. თბილისში მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში და მიმდინარე წელს „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ბინებით.

დევნილთა სააგენტომ ასევე მოიძია ბინები ღირსეული საცხოვრებელი პირობებით, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მყოფ დევნილებს ვთავსზობთ გასვლას და მშენებლობების დასრულებამდე იქ ცხოვრებას. ერთი სიტყვით, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული, ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.