მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ეფუძნება ნატო-ში გაწევრიანება? - სტოლტენბერგის პასუხი

64ad94d1c43c5
ალა ისპირიანი
11.07.23 21:35
605
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ნატო-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი. ამის შესახებ მან ვილნიუსის სამიტის პირველი დღეს, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ არ არის კომუნიკეს ტექსტში უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ვადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ვადა არცერთი სხვა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არ დასახელებულა.

"რეგულარულად ვეკონტაქტები ნატო-ს ლიდერებს და უკრაინის ხელისუფლებას. მე განვიხილე ეს საკითხი პრეზიდენტ ზელენსკისთანაც და ველოდები მასთან დღეს საღამოს შეხვედრას. შემდეგ კი უკვე გვექნება ნატო-უკრაინის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრა, სადაც წარმოვადგენ სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს. ეს არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ეს ასე იყო ყოველთვის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, ნატო-ს სამიტის კომუნიკეში საუბარი იყო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზეც, სადაც წერია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს რეფორმებში.