მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანაკლიის პორტის პროექტზე

5daede1240e4f
ლევან თაღიაშვილი
22.10.19 16:30
1288
„პორტის მეშვეობით გაცილებით დიდი ტვირთების გადაზიდვას შეძლებთ, სწორედ ამიტომ ანაკლიის პროექტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“ - ასე შეაფასა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ.


მისი თქმით, იტალიას ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და საქართველო შავი ზღვის პოტენციალის ათვისებით დიდ სარგებელს მიიღებს.

„ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, იტალიას 8000 კმ-ის სიგრძის სანაპირო ზოლი აქვს, ამიტომ ჩვენ ვიცით თუ რამხელა როლი აქვს ზღვაზე გასასვლელს. თქვენ საზღვაო გზების მეშვეობით გაცილებით დიდი ტვირთების გადაზიდვას შეძლებთ, ამიტომ ანაკლიის მსგავსი პორტის არსებობა თქვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ხაზი ევროპასა და აზიას შავი ზღვის დახმარებით გააერთიანებს. ძალიან კარგია მწვანე ეკონომიკაზე ზრუნვა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ საზღვაო პროექტებში ინვესტიციის ჩადებაც", აღნიშნა ივან სკალფაროტომ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში იმყოფება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები