მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს ენერგეტიკის სექტორისთვის სემეკის მიერ შემუშავებული წესები - დავით ნარმანია

5f5f2d28461a0
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.20 12:45
836
„სემეკის მიერ შემუშავებული წესების მიზანია ხელი შეეწყოს როგორც ბაზრების მონაწილეების საქმიანობას, ასევე მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით (სემეკ) საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებზე შეხვედრაზე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

სემეკის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, კომპანიების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა მიიღეს. შეხვედრა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გახსნა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრაზე სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს საბითუმო და საცალო ბაზრის წესები, ასევე ახალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში კომპანიების საქმიანობების განცალკევების წესები.

დავით ნარმანიას განმარტებით, სემეკმა წესები შეიმუშავა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ევროპის მესამე ენერგო პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით.

„სემეკის მიერ შემუშავებული წესების მიზანია ხელი შეეწყოს როგორც ბაზრების მონაწილეების საქმიანობას, ასევე მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები. საბითუმო ბაზრის წესებით უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პირობების რეგულირება. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს. საცალო ბაზრის წესები დაარეგულირებს ურთიერთობებს საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს შორის. ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით, წესები უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით ელექტროენერგიის საცალო ბაზრის სრულად გახსნას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ოპერატორისა და საჯარო მომსახურებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დვალიშვილმა.
NS