მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აქვს საპენსიო სააგენტოს დღემდე დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი?

5dee143c42ec3
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.19 13:40
1164
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვარში ამოქმედდა, დღემდე არ არსებობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც ფონდში აკუმულირებული თანხები უნდა განიკარგოს. 

დღეს საპენსიო ფონდის მოცულობა 461 მილიონი ლარია და ის არა რამე კონკრეტულ საფინანსო ინსტრუმენტში, არამედ სადეპოზიტო ანგარიშზე არის განთავსებული. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. კითხვაზე თუ რატომ არ აქვს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, ლევან სურგულაძე ამბობს, რომ "ეს კითხვა უფრო მეტად არის საინვესტიციო მხარეს, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევს საინვესტიციო საბჭო. ეს კითხვა ალბათ მათ უნდა დაუსვათ."

"კანონის მიხედვით, საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა განხორციელდეს და ის უნდა განხორციელდეს, იმ წესებისა და იმ ლიმიტების დაცვით, როგორც არის გაწერილი კანონში და როგორც იქნება გაწერილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში,"- ამბობს სურგულაძე. 

მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო მოამზადებს საინვესტიციო დოკუმენტს, მას შემდგომში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცერი ინვესტირების პროცესში გამოიყენებს. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საპენსიო სააგენტოში 943,113 ადამიანი ადამიანის, 60,000 კომპანიის თანხები არის აკუმულირებული. 

ლევან სურგულაძის განცხადებით, სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, სქემა 163,000-მა ადამიანმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად გაწევრიანდა ყველა, ვინც ხელფასს ოფიციალური ხელფასის საფუძველზე იღებს. საპენსიო სააგენტოში ყოველთვიურად ხელფასის 6% ირიცხება, საიდანაც 2% მოქალაქის საშემოსავლო გადასახდს წარმოადგენს, 2%-2% კი დასაქმებული და დამსაქმებელი რიცხავენ. სისტემის დატოვების უფლება მხოლოდ 40 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქვთ, 40 წლამდე პირებისთვის კი დაზოგვა ვალდებულებას წარმოადგენს.