მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ არიან კარვებში ეპიდემიოლოგები? - ტიკარაძის განმარტება

5f63167791b34
BM.GE
17.09.20 11:51
629
„ეპიდემიოლოგები კარვებში იმყოფებიან საჭიროებისამებრ, ვინაიდან მათი ძირითადი ფუნქცია არის ვირუსის გავრცლების კონტროლი“ - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აჭარაში განთავსებულ კარვებში სიცხიანი ადამიანების უყურადღებოდ დატოვებასთან დაკავშირებით.

მინისტრი ირწმუნება, რომ მათთან დატრენინგებული ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც იმ დროისთვის არსებული საჭიროებების მიხედვით მოქმედებენ.

„ეპიდემიოლოგები კარვებში იმყოფებიან საჭიროებისამებრ, ვინაიდან მათი ძირითადი ფუნქცია და ამოცანა არის ვირუსის გავრცლების კონტროლი და კონტაქტების მოძიება. აქედან გამომდინარე, მათი დაყოვნება არის მხოლოდ მიზნობრივი, ვინაიდან ეს არის ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ჩართულია პანდემიისა და ინფექციის გავრცელების მონიტორინგში. კარვებში იმყოფებიან აღჭურვილი და დატრეინინგებული ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც იმ მომენტისთვის არის საჭირო.

დავინტერესდები საკითხით, რატომ იყვნენ იქ მხოლოდ შსს-ს წარმომადგენლები, თუმცა ამ სამსახურსაც აქვს გავლილი შესაბამისი ტრეინინგი“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.