თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით იგივე წესები და რეგულაციები გავრცელდება, რაც სხვა ბაზრობებს ეხება.
როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ელიავას ბაზრობის განვითარებასთან დაკავშირებით მერია გენერალურ გეგმას ამზადებს და მისი მეპატრონეები ამ საკითხში ჩართული არიან.
„ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ერთი თვე, თვენახევრის წინ, თბილისის მერი შეხვდა ყველა მეპატრონეს და მათ შევთავაზეთ ელიავას ბაზრობის განვითარების ყველა შესაბამისი მოდელი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდება ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რომელიც ელიავას ბაზრობის ეკოლოგიურ მდგომარეობას, სანიტარულ მდგომარეობას, დასაქმებულ ადამიანთა შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება. მუნიციპალუტეტი თვითონ გეგმავს განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებას აღნიშნულ ტერიტორიაზე. თითოეულმა მესაკუთრემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიიღოს მონაწილეობა მერიის მიერ შემუშავებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის მომზადებაში“, - განაცხადა ბითაძემ.
მერის მოადგილე ამბობს, რომ იქ დასაქმებული ადამიანების შრომას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მაია ბითაძის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ქალაქის გულში ეს ტერიტორია უნდა მოწესრიგდეს.
ჟურნალისტმა ბითაძეს კითხა, უკავშირდება თუ არა ელიავას ბაზრობის გახსნა კორონავირუსს, რაზეც მერის მოადგილემ უპასუხა - „განაშენიანების რეგულირების გეგმა და ელიავას ბაზრობის მოწესრიგების საკითხი გაგახსენეთ იმიტომ, რომ შეგახსენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქალაქის სწორი ურბანული განვითარების საკითხი, რომელსაც კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
მოგვიანებით, bm.ge-სთან საუბარში მერიაში განმარტეს, რომ ელიავას ბაზრობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით დაიხურა და მისი გახსნა იმ რეკომემდაციებზე იქნება დამოკიდებული, რაც სხვა ბაზრობებსაც ეხება.
ამასთან, მერის მოადგილე ამბობს, რომ ელიავას ბაზრობის რეაბილიტაცია მის გახსნას ხელს არ შეუშლის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი