მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიხურა "ჰიპ ჯორჯია"

5dab11d9e50ef
ნინი ლონგურაშვილი
19.10.19 19:50
1962
"ჰიპ ჯორჯიას" მიერ საქართველოს ბაზრის დატოვების ძირითადი მიზეზი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლებიდან ხილის შესყიდვის შეწყვეტა გახდა, - განუცხადა BMG-ის "ჰიპ ჯორჯია"-ს სურსათის უვნებლობის ყოფილმა მენეჯერმა არჩილ ბურჯანაძემ განუცხადა.

"ჰიპ ჯორჯიას" საკმაოდ გიგანტური ქარხანა ჰქონდა, რომელშიც 300 ტონა ნედლეული გვინდოდა დღე-ღამეში გადამუშავებულიყო და 100% ექპორტზე გასულიყო. ბიო ნედლეული რაჭა-ლეჩხუმიდან და მესხეთიდან შემოგვქონდა და უკვე ვიწყებდით ვანის რაიონის ათვისებასაც. დღეში ბიო ხილი იყო 3 -4 ათასი ტონა, ჩვენ კი 300 ტონა გვჭირდებოდა და როცა ეს რიცხვი გაქვს გათვლილი ყოველდღიური სამუშაოსთვის, ე.ი რაღაცით უნდა შეავსო. პროდუქცია სამაჩაბლოდან და გორის რაიონიდან მოდიოდა, რაც 2008 წლის ომის შემდეგ, პრობლემა გახდა... იმ რაოდენობის ნედლეული აღარ შემოდიოდა, რაც კომპანიას სჭირდებოდა და მუშაობისთვის უღირდა.

რეალურად ინვესტორებმა 2007 წლის პერიოდი გათვალეს ბიზნესის ასაწყობად, მაშინ საკმაოდ დიდი რაოდენობის ნედლეული იყო. რეალურად, "ჰიპ ჯორჯია" საქართველოში 5 წელი ოპერირებდა, 2007-დან 2013 წლამდე, შემდეგ უკვე აღარ უღირდა საქართველოში წარმოება. იმ რაოდენობას ვერ აღწევდა რაც გათვლილი იყო და შესაბამისად დახურვის მიზეზიც ეს გახდა", - განაცხადა BMG-თან "ჰიპ ჯორჯია"-ს სურსათის უვნებლობის ყოფილმა მენეჯერმა.

შეგახსენებთ, შპს "ჰიპ-ჯორჯია" აგარაში ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობდა. ქარხანაში ვაშლის კონცენტრატს აწარმოებდნენ, რომელიც 100%-ით ექსპორტზე გადიოდა. "ჰიპმა" ქვეყანაში სულ 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.