15.დეკემბერი .2019 18:10

რატომ გადის "ქართული დაფნა" მხოლოდ ექსპორტზე და არა – ადგილობრივ ბაზარზე

views 1054
უკან

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს "ქართული დაფნა" საექსპორტო მიმართულებით აქტიურად მუშაობს და პროდუქცია სრულად საზღვარგარეთ გააქვს.

"ადგილობრივი ბაზარი დაფნის ფოთლისთვის პატარაა. ვამზადებთ პროდუქციას და ექსპორტზე ვუშვებთ", - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა მამუკა ალფაიძემ BM.GE-სთან საუბრისას.

მისი განმარტებით, პროდუქცია აქტიურად გადის საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: კორეა, ესპანეთი, ბულგარეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი. აქვე, ალფაიძემ დასძინა, რომ ამ კუთხით უახლოეს მომავალში სიახლეებს არ გეგმავენ და სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგან გაფართოებისთვის ამ ეტაპზე საკმარისი რესურსი არ არის.

"ქართული დაფნა" 50-მდე ადამიანს ასაქმებს და წელიწადში მინიმუმ 200 ტონა დაფნას გადაამუშავებს. რაც შეეხება ნედლეულს, ამ თვალსაზრისით, კომპანია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრიდან მარაგდება.

ცნობისთვის, საწყის ეტაპზე, ინვესტიციის სახით, კომპანიაში 1.443.218 ლარი ჩაიდო, საიდანაც დამფუძნებლის საკუთარი წილი - 865.931 ლარს, ხოლო თანადაფინანსება 577 287 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა