საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის მიერ ახალი სსიპ-ის კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნის მიზანსა და ფუნქციებს განმარტავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველოში იდენტიფიცირებული და შესწავლილი 300-ზე მეტი კურორტი, ან საკურორტო ადგილი და მოქმედი 100-ზე მეტი კურორტია, რომელთაც სწორი განვითარება სჭირდებოდა.
„თითოეული ამ კურორტის განვითარებისთვის ჩვენ კონკრეტული ადამიანების ჯგუფი გვჭირდებოდა, რომელსაც გარკვეული ლეგიტიმაცია ექნებოდა, რომ სწორად განვითარდეს ეს კურორტები“, - აღნიშნა მინისტრმა.
bm.ge-ის კითხვაზე, რა საჭიროა კიდევ ერთი სააგენტო, როდესაც ქვეყანაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის ტრასების სააგენტო უკვე მოქმედებს, მინისტრი პასუხობს, რომ კურორტების განვითარებისთვის ცალკე სსიპ-ს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება, ვიდრე რომელიმე დეპარტამენტს. ლევან დავითაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სსიპ-ების შერწყმა და გაუქმება დინამიური პროცესია, რომელიც ამოცანების ხანგრძლივობიდან გამომდინარეობს.
„ცალკე სსიპ-ი ამ ეტაპზე ამ მხრივ მეტი ლეგიტიმაციის არის. პრემიერის ხელმძღვანელობით ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გვაქვს დასახული. ახალი სსიპ-ის არსი სხვადასხვა უწყების კოორდინაცია იქნება, ამიტომ ცალკე დეპარტამენტი ან განყოფილება, რომელიმე უწყებაში უფრო ნაკლებად ანგარიშგასაწევი ძალა შეიძლება იყოს, ვიდრე კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული ჯგუფი, რომელსაც მთავრობიდან კონკრეტული ფუნქციები, ამოცანები და უფლება-მოსილებები აქვს განსაზღვრული. ეს იქნება მცირე მობილური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა უწყების კოორდინაციას იმგვარად განახორციელებს, რომ მოხდეს პოტენციალის შესწავლა, სწორად კურორტების სივრცითი დაგეგმვა, რადგან ქაოტური განაშენიანება, ინვესტიციების დატაცება და ბევრი სხვა რამ არ მივიღოთ და საინვესტიციო პაკეტების იმგვარად ჩამოყალიბება მოხდეს, რომ კერძო სექტორმა მოახერხოს ამ კურორტებში ეფექტიანად ინვესტირება. იმისთვის, რომ კურორტები, რაც შეიძლება სწრაფად და შედეგიანად განვითარდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ახალ სსიპ-ს გამოცდილების მქონე კადრი კონკრეტულად კი მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ონოფრიშვილი მხოლოდ მრჩევლის პოზიციაზე არ დარჩება და მხოლოდ სააგენტოს უხელმძღვანელებს.
ამ ახალ ორგანიზაციას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება. მათ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილია, რომელსაც კურორტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. დღეს ის სამინისტროს თანამშრომელია და ამ მიმართულებით მუშაობდა. ის იქნება კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელი და სრულად დაკავდება ამ საკითხით. ეს ძალიან სწრაფად მოგვცემს რამდენიმე საკურორტო ადგილის განვითარების შესაძლებლობას“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ისიც თქვა, რომ ინვესტორებს კონკრეტული საინვეტიციო შეთავაზებები სჭირდებათ და მთავრობა სულ მალე წყალტუბოს მიმართულებით გაწეულ შრომას ინვესტორებს წარუდგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი