მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ წყდება წყალი თბილისში ხშირად? – GWP-ს დირექტორის განმარტება

61ee7757163b5
ინგა მურუსიძე
24.01.22 14:16
2327
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ბაბუხადია პასუხობს მოსახლეობის წუხილებს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში ხშირად წყდება წყალი.

„პირველი მიზეზი იმისა, რომ წყლის მიწოდებაში არის წყვეტა, არის ამორტიზებული ქსელი. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 90-იანი წლები, როცა ინვესტიცია საერთოდ არ ხორციელდებოდა ამ დარგში, არადა მილები ცვდებოდა. 2015 წლიდან კომპანია ყოველ წელიწადს, თითქმის 100 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ზოგადად, წყვეტები არის ორი სახის: ავარიული და გეგმიური, რომელიც დაკავშირებულია სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან“, - განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

მისივე თქმით, კომპანია ახორციელებს სტატისტიკას და წლიდან წლამდე წყვეტები იკლებს მნიშვნელოვნად, რაც პირდაპირ უკავშირდება განხორციელებულ ინვესტიციებს.

„წყლის წყვეტა რჩება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემად. გამოსავალი არის, რომ განხორციელდეს ბევრი სარეაბილიტაციო პროექტი და მოწესრიგდეს სისტემა. ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ ურდულებს ვცვლით. ბევრი ურდული არის გამოსული წყობიდან, რაც იწვევს იმას, რომ ერთი კონკრეტული არეალის დაზიანების გამო, კომპანიას უწევს დიდი ტერიტორიის გამორთვა. ამ თვალსაზრისით არის საჭირო ჩამკეტ-მარეგულირებლების შეცვლა“, - განაცხადა ბაბუხადიამ.

კითხვაზე, წელს რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს კომპანია და შესაძლებელია თუ არა ეს არსებული ტარიფის ფარგლებში მოხდეს, ბაბუხადია პასუხობს: „წყლის ტარიფი 2020 წლის დეკემბერში გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო სწორედ კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით. ეს ტარიფი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კომპანიამ ინვესტიციები გააგრძელოს. წყალი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე იაფ პროდუქტად. რაც შეეხება ინვესტიციას, ჩვენ ყოველწლიურად, საშუალოდ 100 მლნ ლარის ინვესტიციას ვახორციელებთ“.