28.მაისი .2020 23:00

რატომ ყიდის "ბალენსიაგა" 1-დოლარიანი Ikea-ს სავაჭო ჩანთების ანალოგიურ მოდელებს $2,000-ად?

views 1540
უკან

რატომ ყიდის ძვირად ღირებული ბრენდი Balenciaga 1-დოლარიანი Ikea-ს ლურჯი სავაჭო ჩანთების ანალოგიურ მოდელებს $2,000-ად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Harvard Business Review შეეცადა.

Harvard Business Review-მიხედვით, უბრალო და იაფიან ნივთებზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია ინდივიდუალურობის გამოხატვის მომატებულმა სურვილმა. მდიდრები საკუთარი პრესტიჟის და ძალაუფლების გამოხატვის ალტერნატიულ მეთოდებს ეძებენ, რადგან მათთვის Louis Vuitton-ის მონოგრამული ჩანთა ან Chanel N5 უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს.

როგორც Harvard Business Review აცხადებს, დიზაინერებმაც წარმატებით გაართვეს თავი მომხმარებელთა ახალ მოთხოვნებს და რამოდენიმე ძვირად ღირებული ბრენდი უკვე იყენებს აღნიშნულ სტრატეგიას, მათ შორის არის Balenciaga, Prada და Gucci.

როგორც Prada-ს წამყვანი დიზაინერი მიუჩია პრადა აცხადებს, ის მუდმივად ებრძვის დამკვიდრებულ სილამაზის კლიშეებს და მუშაობს სიახლეების შექმნაზე.

იგივე შიძლება ითქვას, Gucci-ს ბოლოდროინდელ კამპანიაზე "Gucci ქუჩებში" (#GucciDansLesRues), რომელიც შთაგონებულია ახალი ტენდენციებით, სადაც ძვირფასი და უბრალო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

სტილის აღრევა მრავალი ვარსკვლავისთვის წითელ ხალიჩაზეც კი მისაღებია, ახალი ტრენდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიმდევარი სარა ჯესიკა პარკერია, რომელიც წარმატებით უხამებს ძველმანების ბაზრობაზე შეძენილ პიჯაკს Christian Louboutin-ის ფეხსაცმელს.

Harvard Business Review მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ მაღალი სტატუსის მქონე მომხმარებლები და ბრენდები შეგნებულად ირჩევენ სხვადასხვა სახის სიმბოლოებს, რომელიც მათ ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს.