მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე? - სანდრო ჭუმბურიძის განმარტება

63f7738e6374c
ინგა მურუსიძე
23.02.23 21:49
710
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გამართა. სხდომას ესწრებოდა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, სანდრო ჭუმბურიძე, რომელმაც წარადგინა მოხსენება, თემაზე „შავი ზღვის პლატფორმა“.

„ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭომ დავაყენეთ საინფორმაციო საკითხი, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის პლატფორმას. პლატფორმა არის საკმაოდ საინტერესო ინიციატივა, შუა კორიდორის, შავი ზღვის ქვეყნებისთვის. ზოგადად, დღევანდელი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს არის კიდევ ერთი ვითარება, რომ უფრო აქტიური იყოს კომუნიკაცია, ბიზნესის ჩართულობა რასაც ჰქვია შუა კორიდორის უფრო მეტად დატვირთვა და მეტი პერსპექტივის გაჩენა. დატვირთვა აქვს ორი შავი ზღვის პლატფორმას, ერთი არის კერძო საჯარო დიალოგის ხელშეწყობა და მეორე, ახალი პროექტების და ძველი პროექტების ინიცირება და ძველი პროექტების მხარდაჭერა. ეს იგულისხმება იმ ქვეყნებთან თანამშრომლობით, და პარალელურად, შუა კორიდორის ქვეყნებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროექტების განხორციელება და ინიცირება", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

რაც შეეხება დატვირთვას, ჭუმბურიძე დასძენს, რომ დღეს შუა კორიდორს გაუჩნდა შანსი, რომ ტვირთის მოზიდვა და შუა კორიდორის ამუშავება იყოს უფრო პერსპექტიული, მაგრამ არის უამრავი გამოწვევა, რაც არის პირველ რიგში ინფრასტრუქტურა.

"ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოდერნიზებული, როგორც საქართველოში, ისე შუა კორიდორის ქვეყნებში. ინფრასტრუქტურა უნდა მოერგოს იმ მოთხოვნებს, რასაც ჰქვია ლოჯისტიკური კომპანიების მოთხოვნები. ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, პორტი და ა.შ. ეს უნდა მოწესრიგდეს არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში და ა.შ. სწორედ ეს პლატფორმა არის ამ პროცესის ხელშემწყობი. ეს საინფორმაციო საკითხი მივაწოდეთ ინვესტორთა საბჭოს, თუ რას აპირებს ჩვენი საბჭო ამ პლატფორმის ფარგლებში და ინვესტორთა საბჭო საკმაოდ დაინტერესდა ამ ინიციატივით“, - განაცხადა ჭუმბურიძემ და დასძინა, რომ 10 მარტს გაიმართება სხდომა, რომელსაც დაესწრება რეგიონის ქვეყნების ელჩები, ბიზნეს კომპანიები, რომლებიც შავი ზღვის პლატფორმის მხარდამჭერები არიან“, - თქვა ჭუმბურიძემ.

მისივე ინფორმაციით, საკითხით დაინტერესდა მთავრობა და საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.

„შეხვედრის დღის წესრიგში სამი თემა შედის, პირველი არის შავი ზღვის კაბელის თემატიკა, რომელზეც მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ისაუბრებს, მეორე საკითხი არის საინტერესო პროექტი კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე კავშირის დაფუძნება და მესამე - ბათუმში, საზღვაო აკადემიის დაფუძნება“, - თქვა ჭუმბურიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, სანდრო ჭუმბურიძის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე დადგა საკითხი, რაც ეხებოდა შუა კორიდორის მეშვეობით ტვირთების გადმოზიდვას.

„საუბარი იყო სატარიფო თემატიკაზე, დროის ფაქტორზე და ა.შ.“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.