მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეფორმამ შეიძლება ტაქსი გააძვიროს" - კახა კალაძის რჩევა მოქალაქეებს

5d9c95fa290b4
ელენე გოგბერაშვილი
08.10.19 18:10
1789
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მერიამ ორი წლის წინ წარმოადგინა. როგორც კალაძე ამბობს, სატრანსპორტო ხედვა როგორც - ავტობუსების, ისე მიკროავტობუსების და მეტროს მოწესრიგებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბოლო დღეების განმავლობაში ტაქსით მომსახურების მაღალ ტარიფებს, კალაძე აცხადებს, რომ ეს პრობლემა იყო ტაქსის რეფორმის დაწყებიდან პირველ დღეებში და თუ არის გადამეტებული ფასების რიგი შემთხვევები, მერია ყველაფერს გააკეთებს ამის დასარეგულირებლად.

თბილისი მერი ამბობს, რომ  მათი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა ,კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. პარალელურად ხდება ტაქსების რეფორმა და მისი მოწესრიგება, რამაც ლოგიკურია გამოიწვიოს ფასების მატება ტაქსით მომსახურებაზე, თუმცა კალაძის თქმით, მოქალაქეებს ალტერნატიული გზით შეეძლებათ ქალაქში გადაადგილება.

„ჩვენი ამოცანაა, მიკროავტობუსების ჩანაცვლება. მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

პარალელურად ხდება ტაქსების რეფორმა და ტაქსების მოწესრიგება. მთავარი ამოცანა რა არის, რომ ვინც სარგებლობს სერვისით, მისთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, იყოს ახალი მანქანა, იყოს უსაფრთხო ავტომობილი.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება, ეს ნორმალურია. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება, შესაბამისად, იქნება ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადადგილება, იქნება განახლებული მეტროს სადგურები. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რაც დაწყებული გვაქვს და იმიტომაა, რომ მეტრო ერთი საათით ადრე ასრულებს მუშაობას. 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანი კააბელი იცვლება, რომ მეტროთი მგზავრობა იყოს გაცილებით უსაფრთხო“, - განმარტა თბილისის მერმა.