მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანი „ქართული სახლი“ ათი წლის იუბილეს აღნიშნავს

640726d6c2377
გიორგი არონია
07.03.23 16:30
1718
თბილისის გასტრონომიული სივრცე „ქართული სახლი“, რომელმაც გახსნისთანავე მომხმარებელს ტრადიციული ქართული გემოთი, არომატით და იშვიათი არქიტექტურული გადაწყვეტებით შეგვაყვარა თავი - ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. „ქართული სახლის“ გუნდმა, თბილისურ გასტრონომიაში ახალი სიტყვა თქვა და დასტურად ამისა საკმარისია ისიც, რომ რესტორნის გუნდის დიდი ნაწილი თანამშრომელთა სწორედ იმ ადამიანებს მიეკუთვნება, „ქართულ სახლს“ ჯერ კიდევ ათი წლის წინ რომ შეუერთდა.

წარმატებას, რომელსაც „ქართული სახლი“ თბილისურ გასტრონომიულ ბაზარზე გამოჩენიდან მალევე მიაღწია, რესტორნის შემქმნელები ბიზნესის გამართულ კონცეფციას, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ღირებული ადამიანების ერთიანობას მიაწერენ, რომელთა ყველა პროცესი ერთმანეთს ჯაჭვურად ებმის. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქში ქართული ტრადიციული სუფრის და სტუმარ-მასპინძლობის კულტურული მემკვიდრეობის არსი შენარჩუნდეს. აი, ამ პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა „ქართული სახლი“, რომელსაც დაფუძნების დღიდან თამარ მათიკაშვილი და ბაჩო ლუხუტაშვილი ხელმძღვანელობენ.



ოჯახის სარესტორნო საქმიანობა ოცდახუთ წელიწადს ითვლის, რა დროსაც მათ ათზე მეტი წარმატებული რესტორანი შექმნეს. ოჯახის პირველი პროექტი თაბუკაშვილის ქუჩაზე გახლდათ, რომელმაც პირველი სტუმრები ჯერ კიდევ 1998 წელს მიიღო. გასული წლების და მრავალი საინტერესო ქართული ტრადიციული კვების ობიექტის შექმნის შემდეგ მათ გადაწყვიტეს უფრო მაშტაბურ პროექტზე ეფიქრად და საკუთარი გამოცდილება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ; მიხვდნენ რომ მზად იყვნენ უფრო დიდი და ამბიციური სარესტორნო პროექტისთვის, რომელიც პარტნიორთან ერთად შექმნეს.

რესტორნის წარმატების მიუხედავად, გახსნიდან ათი წლის თავზე, თამარმა და ბაჩომ გადაწყვიტეს, რომ „ქართულ სახლს“ თანამედროვე, კრეატიული იდეები სჭირდებოდა, რომელთა ხორცშესხმაც ოჯახის ახალ თაობასთან ერთად დაიწყეს. თეონა, ანდრია და მათი გუნდი სიახლეებს არ უფრთხიან და რესტორნის რებრენდინგზე საუბრობენ. მათი თქმით, „ქართულ სახლს“ სჭირდება კონცეფციის დაზუსტება, რებრენდინგი და განახლებული დიზაინი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ბრენდის მთავარ მისიას - მომავალი თაობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული მასპინძლობის არსის სწორად გადაცემას.



ამგვარად, გასული თვეების განმავლობაში „ტფილისის“ სივრცეში განხორციელდა საინტერესო ცვლილებები და მიმდინარე წლის აპრილში, რესტორნის დაბადებიდან ათი წლის შემდეგ, „ქართული სახლი“ სტუმრებს განახლებულ „სადღესასწაულო დარბაზში“ უმასპინძლებს, უცვლელი ფასეულობებით და წლების განმავლობაში, უწყვეტი შრომითა და სტაბილურობით დამტკიცებული მაღალი გასტრონომიული გამოცდილებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები