მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორატორები თბილისის მერიას მიმართავენ

5e666fd49ab9f
ელენე გოგბერაშვილი
09.03.20 21:37
2335
კორონავირუსის გავრცელების გამო ის სამასპინძლო დაწესებულებები, რომლებიც ტურისტულ ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებულნი, მომხმარებელთა სიმცირეს უჩივიან.

სწორედ ამ მიზეზით, რესტორატორთა ასოციაცია თბილისის მერიის სახელზე მიმართვას ამზადებს. ისინი მუნიციპალიტეტის მთავრობისგან კრიზისულ პერიოდში კერძო სექტორის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ვითხოვთ გარე ფართები, რომელიც დაქირავებულია დედაქალაქის მთავრობისგან, ეს ფართები იყოს იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებული იმ პერიოდში, რა პერიოდშიც როგორც ჩანს ტურიზმის მომხმარებელი ნაკლები იქნება.

მივმართავთ წინადადებით რესტორატორთა ასოციაციის სახელით და იმედი გვაქვს მერია დათმობაზე წავა, მის კომპეტენციაში რა შესაძლებლობაც აქვს“, - განუცხადა bm.ge-ს რესტორატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ.