მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, ტაქსის საფასური შედარებით დაიკლებს"

6137c9784599b
ანუკა ჯოხაძე
08.09.21 00:40
2294
ეპიდვითარების გართულების გამო საკოორდინაციო საბჭომ ოთხ დიდ ქალაქში 14 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც დედაქალაქში ტაქსის მომსახურება გაძვირდა.

ტაქსის კომპანია “200-200”-ის დამფუძნებელი ტარიფების ზრდას გაზრდილ მოთხოვნას და ინფლაციურ ფონს უკავშირებს. როგორც ნიკა ხოფერია ამბობს, ფასები 15-20%-ით არის გაზრდილი. მისი განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ ტარიფები შემცირდება, თუმცა ის არ დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ შესაძლოა, ტაქსის ტარიფები მცირედით შემცირდეს, ეს ბაზრის ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა არის პროდუქტი დეფიციტში, მისი ფასი იზრდება, ეს ყველა პროდუქტზე ასეა და ტაქსი ცალკე პროდუქტად არ უნდა განვიხილოთ. ახლაც ტაქსიზე მოთხოვნა მაღალია და არის დეფიციტური, შესაბამისად, ფასი მასზე მაღალია. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოვა ქალაქში და დააკმაყოფილებს მოთხოვნას, ტაქსის საფასური შედარებით დაიკლებს. თუმცა ეს არ იქნება დიდი ცვლილება.”-აცხადებს ტაქსის კომპანია “200-200”-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი 13 სექტემბრიდან აღდგება.