იმპორტზე გადასაწყობად 1-2 თვე დაგვჭირდება, რის შემდეგაც ცვლილებას მოსახლეობაც დაინახავს, - ამის შესახებ გადაცემა Forbes Health-ში, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის, GHG-ის გენერალურმა დირექტორმა თურქეთის ბაზრის გახსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ნიკა გამყრელიძემ აღნიშნა, ორი თვის შემდეგ მოსახლეობა პოზიტიურ ცვლილებას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. GHG-ის გენერალურმა დირექტორმა, ასევე მედიკამენტების ფასების მაღალ მარჟებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კრიტიკა მათთვის მორალური წნეხი იყო.
"კონკურენციის სააგენტომ ერთგვარად წერტილი დაუსვა იმ ჰიპოთეზებს, რომ ლოკალური მსხვილი დისტრიბუტორები საქართველოში, განსაკუთრებით დიდ მარჟებზე მუშაობენ. იქ ხაზგასმით წერია, რომ ბაზრის ზრდის ძირითადი ნაწილი წამოსულია ლარის დევალვაციის გამო და საშუალო დარიცხვა ძირითად იმპორტიორებს აქვთ 18-დან 26%-მდე, რაც არის აბსოლუტურად ნორმალური დარიცხვა. ეს საკმაოდ დიდი მიღწევა იყო ჩვენთვისაც, როგორც ამ ბიზნესში მყოფი ოპერატორებისთვისაც. ვინაიდან მუდმივი მორალური წნეხი იყო ჩვენზე, რომ მაღალი მარჟებით ვმუშაობთ მიუხედავად იმისა, რომ ყოველკვარტალურად ვაქვეყნებთ ჩვენს მონაცემებს და ა.შ. ეს დასკვნა საკმაოდ ავტორიტეტულმა მონიტორინგის ინსტიტუტმა (კონკურენციის სააგენტომ) გააკეთა. მიხარია, რომ ბაზარი მეტად ტრანსფარენტული გახდა, შესაბამისად ამის საფუძველზე ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის შედეგსაც მალე დავინახავთ. თავისთავად ამას რაღაც დრო დასჭირდება, რომ გადავეწყოთ ნაწილობრივ იმპორტზე. ამისათვის შეიძლება 1-2 თვე დაგვჭირდეს. მაგრამ ვფიქრობთ, ამის შედეგს მალე ვიგრძნობთ და ჩვენი მოსახლეობაც დაინახავს", - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ