მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რა რაოდენობის გრიპის ვაქცინა შემოვა საქართველოში?

5f6b59e36679a
თათია ჩაფიჩაძე
24.09.20 09:40
2277
კომერციულ სექტორში გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი ნოემბრამდე არ იქნება. ამის შესახებ BMG -ს ვაქცინის შემომტან კომპანია „ჯიპისიში“ უთხრეს. კომპანიის პრესამსახურის ინფორმაციით, შეკვეთა 30 ათას ოთხკომპონენტიან ვაქციანზეა გაკეთებული, თუმცა რა რაოდენობის შესყიდვა მოხდება ამ დროისთვის უცნობია.

„სექტემბრის ბოლოს შემოვიტანთ გრიპის საწინააღმდეგო ჰოლანდიურ სამკომპონენტიან ვაქცინას - ინფლუვაკს, რაც შეეხება 4 კომპონენტიან ვაქცინას - ვაქსიგრიპს, კომერციული შეკვეთა ქვეყანაში ნოემბრამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მსოფლიოში გრიპის ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნა ფიქსირდება და მოთხოვნის შესაბამისად ჯერ სახელმწიფო შეკვეთები კმაყოფილდება და შემდეგ ხდება კომერციულ შეკვეთებზე გადასვლა. ჩენი მხრიდან მოთხოვნილია მაქსიმალური ოდენობა - 30 ათასის ოდენობით, თუმცა რა რაოდენობაზე იქნება თანხმობა ამ ეტაპზე არ ვიცით“ - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება სახელმწიფო სექტორს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს ამ დროისათვის უკვე შეძენილი აქვს სეზონური გრიპის 135 000 ვაქცინა, რომლის პირველი ნაწილი ოქტომბრის პირველ კვირაში შემოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციის პროტოკოლის შესაბამისად გრიპის ვაქცინით პირველ ეტაპზე იცრებიან რისკ ჯგუფში მყოფი მოქალაქეები, რომლებსაც განეკუთვნებიან ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, ასევე დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები და ექიმები.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინა წელს მსოფლიო ბაზარზე დეფიციტურია, თუმცა სახელმწიფო სექტორში მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, რაოდენობა კიდევ დაემატება.

„ვაქცინაციას ვიწყებთ ხოლმე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და მისი გაკეთება შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში. წელს ვიყიდეთ 135 ათასი, რომელიც ჩემი ინფორმაციით ოქტობრის პირველ კვირაში შემოვა პირველი პარტია ყოველ შემთხვევაში და დაიწყება რისკ ჯგუფების აცრა.

პროგნოზი გვაქვს, რომ წელს მოთხოვნილება მეტი იქნება, ბაზარზე სერიოზული დეფიციტია, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეხმარება საელჩოების დახმარებით, რომ შესაბამისი ვაქცინა დამატებით კიდევ შემოვიტანოთ. ნაყიდი გვაქვს ფრანგული წარმოების ვაქცინა“ - განაცხადა გამყრელიძემ.