22.სექტემბერი .2020 23:40

როდის დასრულდება რუსთაველის გამზირზე სასტუმრო “ჰაიატის” მშენებლობა

views 611
უკან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სასტუმრო "ჰაიატის" მშენებლობის საკითხი უკვე წლებია კითხვითი ნიშნის ქვეშაა. შენობა, სადაც უკვე წლებია სასტუმროს გახსნას ელოდებიან, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობაა, რომელიც "რუსთაველი ფროფერთიმ" სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა. სასტუმრო 170 ნომერს გააერთიანებს.

პროექტის დასრულება 2017 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ფაქტია, სასტუმრო ამ დრომდე დაუსრულებელია. "რუსთაველი ფროფერთის" დირექტორი მიზეზად ამჯერად ქვეყანაში არსებულ არაპროგნოზირებად გარემოს ასახელებს. მისი თქმით, მანამ ვიდრე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, პროექტის ვადებზე საუბარი რთული იქნება.

“ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი. ადრე ვერ ვსაუბრობდი ვადებზე და ახლა მითუმეტეს ვერ ვისაუბრებ, სიტუაცია არ გვაძლევს განჭვრეტადობის საშუალებას. მიმდინარეობს კონსტრუქციული სამუშაოები, მივუყვებით ჩვენს გეგმას, ამასობაში ალბათ მეტად გაირკვევა სიტუაცია ზოგადად ბაზარზე, მსოფლიოში, ყველგან და ჩვენც შევძლებთ კონკრეტიკაზე საუბარს. მიუხედავად განვლილი რთული პერიოდისა, ერთი დღეც არ შეგვიჩერებია მშენებლობის პროცესი. აქედან გამომდინარე ობიექტურად რომ ვთქვათ, ნებისმიერი პროგნოზი არარელევანტური იქნება. დღევანდელმა სიტუციამ გამოიწვია ის, რომ შეუძლებელია დღეს ფინანსირებაზე ვინმესთან საუბარი. ბანკები, როდესაც იქნებიან ხელმისაწვდომი არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, მაშინ შევძლებთ უფრო კონკრეტული პროგნოზის გაკეთებას. ვიცი რისკების შეფასების მექანიზმები და მესმის, რომ ჩვენს პროექტში, რომელიც არის ტურისტულ სექტორi, ბანკებთან საუბარი შეუძლებელია და არც კი გვიცდია", - ამბობს “რუსთაველი ფროფერთის” დირექტორი მინდია გადაევი.

BM.GE დაუკავშირდა თბილისის არქიტექტურის სამსახურსაც. როგორც არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, სასტუმროს კორექტირებული პროექტი 2020 წლის 27 თებერვალს შეთანხმდა, ხოლო მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ობიექტეზე 2023 წლის 23 ივლისამდეა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა